დაისვენე კურორტ ახალდაბაში
გიგა ბოკერიას თანამდებობიდიდან გადადგომის შესახებ განცხადება ჯერჯერობით არ დაუწერია
ავტორი:
2013/ნოემბერი/01 12:00:03
ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს, გიგა ბოკერიას ჯერჯერობით თანამდებობიდიდან გადადგომის შესახებ განცხადება არ დაუწერია. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" უშიშროების საბჭოს პრესსამსახურში განუცხადეს.
მათივე განცხადებით, გიგა ბოკერია თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადებას პრეზიდენტის ინაუგურაციამდე დაწერს.
უშიშროების საბჭოს მდივნად ირინა იმერლიშვილი ინიშნება.
როგორც დეპუტატმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, შეთავაზება მიღებული აქვს და თანხმობაც განაცხადა.
"მას შემდეგ, რაც 17 ნოემბრიდან გვეყოლება ახალი პრეზიდენტი, იგი დანიშნავს უშიშროების საბჭოს მდივანს. მე ეს შეთავაზება მიღებული მაქვს და თანხმობაც უკვე განვაცხადე", - აღნიშნა ირინა იმერლიშვილმა.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1142
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია