დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ზეევ ელკინი - ისრაელთან უვიზო რეჟიმზე პრინციპული გადაწყვეტილება მიღებულია, დარჩენილია მხოლოდ ტექნიკური მხარე
ავტორი:
2013/ოქტომბერი/31 17:00:03
მოხარული ვარ, ოფიციალურად გაცნობოთ, რომ ისრაელის ხელისუფლებამ საქართველოსთან უვიზო რეჟიმზე მოლაპარაკებების დაწყების გადაწყვეტილება მიიღო , - ამის შესახებ ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ზეევ ელკინმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, ისრაელი საქართველოს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ პარტნიორად მიიჩნევს.
”ჩვენ გვაქვს შესანიშნავი ურთიერთობები. ბატონი პრემიერის ვიზიტის შემდეგ ჩვენ ძალიან აქტიურად ვთანამშრომლობთ მრავალ საკითხში, ამიტომაც ბუნებრივია, ქვეყნებს შორის, რომლებსაც ასეთი ახლო ურთიერთობები აქვთ, უვიზო რეჟიმიც იქნება. ვიმედოვნებ, მალე დავასრულებთ შესაბამის ტექნიკურ მოლაპარაკებებს, ხელი მოეწერება შეეთანხმებას და საქართველო-ისრაელს შორის უვიზო რეჟიმი იმოქმედებს", - განაცხადა ზეევ ელკინმა.
მისივე ინფორმაციით, პრინციპული გადაწყვეტილება მიღებულია, დარჩენილია მხოლოდ ტექნიკური მხარე.
”ისრაელის შინაგან საქმეთა მინისტრმა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს ამის შესახებ უკვე შეატყობინა. მე კი ოფიციალურად დამევალა მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მე შევხვდები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, რათა უვიზო რეჟიმთან დაკავშირებით ოფიციალური მოლაპარაკებები დაიწყოს", - აღნიშნა ზეევ ელკინმა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1137
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია