დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ბიძინა ივანიშვილი ევროპის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს შეხვდა
ავტორი:
2013/ოქტომბერი/31 11:30:03
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ევროპის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტ პატრიკ ჰიკს უმასპინძლა.
პრემიერის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრას ევროპის ოლიმპიური კომიტეტის აღმასკომის წევრი გვიდო დე ბონდი და საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი დაესწრნენ.
მათივე ცნობით, მხარეებმა განიხილეს ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიადის საორგანიზაციო საკითხები, რომელიც 2015 წელს თბილისში უნდა გაიმართოს. საუბარი შეეხო ქართული სპორტისა და ოლიმპიური მოძრაობის განვითარების პერსპექტივებს.
როგორც შეხვედრაზე ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, საქართველო სპორტული ქვეყანაა, რასაც მოწმობს 35 ოლიმპიური ჩემპიონის არსებობა. მანვე იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს მიეცემა საშუალება, უმასპინძლოს არაერთ ევროპულ თუ მსოფლიო სპორტულ ღონისძიებას.
"კარგია, რომ ამ მხრივ იდგმება კონკრეტული ნაბიჯები. 2013 წელს თბილისში გაიმართება ევროპის ჩემპიონატი ჭიდაობაში, ხოლო 2015 წელს ტარდება ევროპის ახალგაზრდობის ოლიმპიური ფესტივალი და ასევე ევროპის ჩემპიონატი ძალოსნობაში", - განაცხადა პრემიერმა.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1044
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია