დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გიორგი კანდელაკი - არჩევნების დღის სიწყნარის მთავარი მიზეზი "ნაციონალური მოძრაობა" იყო
ავტორი:
2013/ოქტომბერი/30 14:00:03
საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი კანდელაკის შეფასებით, არჩევნების დღის სიწყნარის მთავარი მიზეზი "ნაციონალური მოძრაობა" იყო.
როგორც კანდელაკმა პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, "ნაციონალური მოძრაობა" სახელმწიფო ინტერესებით ხელმძღვანელობდა და ხალხს ქუჩაში გამოსვლისკენ, ხელისუფლების დამხობისკენ არ მოუწოდებდა.
"მინდა ხაზი გავუსვა, რა იყო არჩევნების დღის სიწყნარის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი – მიზეზი იყო ის, რომ საქართველოს ჰყავს ოპოზიცია, რომელიც არ მოუწოდებს ხალხს ქუჩაში გამოსვლისკენ, ხელისუფლების დამხობისკენ, არამედ ხელმძღვანელობს სახელმწიფო ინტერესებით", - განაცხადა კანდელაკმა.
ამასთან, დეპუტატის განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობა" მთავრობის დაპირებების შესრულებას "კონსტრუქციულად გააკონტროლებს".
"მინდა გავიზიარო იმედი, რომ ეს არჩევნები იქნება საწინდარი ახალი დასაწყისისა ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში, საწინდარი იმისა, რომ ჩვენი ქვეყანა წავა წინ. იმედია ჩვენი კოლეგები დარწმუნდებიან, რომ დროა თავიანთი ფოკუსი ანგარიშსწორების კამპანიიდან ქვეყნის მართვა-გამგეობაზე გადართონ. არგუმენტები, რითაც ცდილობდნენ გამართლებას, თუ რატომ არ შესრულდა არც ერთი დაპირება იყო კოჰაბიტაცია და დღეს ეს აბსურდული არგუმენტიც აღარ არსებობს _ ბურთი და მოედანი თქვენს ხელშია და ჩვენ ყველაფერს ვიღონებთ, რომ კონსტრუქციულად გავაკონტროლოთ თქვენივე დაპირებების შესრულება", - მიმართა კანდელაკმა ხელისუფლებას.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1181
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია