დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ირინა იმერლიშვილი უშიშროების საბჭოს მდივნად დანიშვნის შესახებ ინფორმაციას არც უარყოფს და არც ადასტურებს
ავტორი:
2013/ოქტომბერი/30 11:00:02
საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი ირინა იმერლიშვილი არც უარყოფს და არც ადასტურებს ინფორმაციას, რომ შესაძლოა, უშიშროების საბჭოს მდივნის თანამდებობა დაიკაოს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" იმერლიშვილმა განუცხადა, ამ ეტაპზე ამაზე საუბარი ნაადრევია, რადგან ჯერჯერობით პარლამენტის წევრია, უშიშროების საბჭოს კი მდივანი ჰყავს.
ირინა იმერლიშვილის თქმით, ამ თემაზე საუბარი მას შემდეგ იქნება, რაც პრეზიდენტის ინაუგურაცია გაიმართება, მანამდე კი, როგორც თავად გიგა ბოკერიამ განაცხადა, თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადებას დაწერს.
ამასთან, იმერლიშვილი არ აკონკრეტებს, შესთავაზა თუ არა მას გიორგი მარგველაშვილმა უშიშროების საბჭოს მდივნობა.
კიხთავზე, ამ ეტაზე არც უარყოფთ და არც ადასტურებთ, რომ ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნად ინიშნებთ, იმერლიშვილი პასუხობს, - "კი, ასეა".
ირინე იმერლიშვილი პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე, ასევე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრია.
ამასთან, როგორც რამდენიმე დღის წინ გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის თანამდებობა უკვე შესთავაზა ერთ პიროვნებას, თუმცა მისგან თანხმობა არ მიუღია და შესაბამისად მისი ვინაობა არ დააკონკრეტა.
საბჭოს ახლანდელი მდივანი კი გიგა ბოკერიაა, რომელიც ამ თანამდებობაზე 2010 წლის ნოემბრიდან მუშაობს, თანამდებობას უახლოეს პერიოდში დატოვებს.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1179
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია