დაისვენე კურორტ ახალდაბაში
რუსეთის პატრიარქი იმედოვნებს, რომ გიორგი მარგველაშვილის საქმიანობა ორი ქვეყნის ურთიერთობაში ახალ ფურცელს გახსნის
ავტორი:
2013/ოქტომბერი/30 10:00:02
მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილი გიორგი მარგველაშვილს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს. პატრიარქ კირილის მილოცვა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის საპატრიარქოს ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა.
"გულითადად გილოცავთ საქარველოს პრეზიდენტის პოსტზე არჩევას. ეს გამარჯვება მოწმობს ქართველი ხალხის ნდობას თქვენი და თქვენი პროგრამის მიმართ. ვიმედოვნებ, რომ თქვენი საქმიანობა პრეზიდენტის პოსტზე გახსნის ახალ ფურცელს რუსეთისა და საქართველოს ურთიერთობების ისტორიაში", - ნათქვამია პატრიარქ კირილის მისალოცში.
რუსეთის პატრიარქი აღნიშნავს, რომ რუსი და ქართველი ხალხი ერთმორწმუნე ერებია და ერთმანეთთან დაკავშირებულები არიან საერთო სულიერი და ზნეობრივი, ასევე კულტურული ფასეულობებით.
"გისურვებთ სულიერ და ფიზიკურ სიმტკიცეს, ასევე ღვთის დახმარებას მომავალ საპასუხისმგებლო სამსახურში", - ნათქვამია მისალოცში.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1116
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია