დაისვენე კურორტ ახალდაბაში
თსუ-ში იაპონური მუსიკალური ჯგუფის კონცერტი ჩატარდება
ავტორი:
2013/ოქტომბერი/30 09:30:02
თსუ-ში დღეს იაპონური მუსიკალური ჯგუფის "ჰანამას"-ის კონცერტი ჩატარდება . როგორც "ინტერპრესნიუსს" ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან აცნობეს, ღონისძიება საქართველოში იაპონიის საელჩოს ორგანიზებით გაიმართება. კონცერტს თსუ სტუდენტები, აკადემიური წრეების წარმომადგენლები, იაპონიის საელჩოს თანამშრომლები დაესწრებიან.
"იაპონურ-დასავლური ჯგუფი "ჰანამას" 2009 წელს ჩიე ჰანავამ (ცუგარუ-შიამისენის შემსრულებელი) და ნაცუმი ოკიმასუმ (მევიოლინე) ჩამოაყალიბეს. ჯგუფი აქტიურად მონაწილეობდა სხვადასხვა მუსიკალურ საშემსრულებლო ჟანრში. პოპ-ბგერების და მელოდიების ჰარმონიული შერწყმით, "ჰანამას" ცდილობს გადმოსცეს თითოეული ინსტრუმენტისათვის დამახასიათებელი ჟღერადობა და ამავდროულად ახერხებენ მათ ჰარმონიზაციას. 2010 წელს, პირველ ნეო კლასიკურ საერთაშორისო კონკურსზე, "ჰანამას"-მა წამახალისებელი პრიზი მოიპოვა. 2011 წელს ჯგუფმა "ზეციური-ხელოვნის" ჯილდო მიიღო ტოკიოს მეტროპოლიტენის მთავრობისაგან", _ აცხადებენ უნივერსიტეტში.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1226
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია