დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
მიხეილ სააკაშვილი ბრიუსელში ევროკომისიის პრეზიდენტს შეხვდა
ავტორი:
2013/ოქტომბერი/29 21:30:03
ბრიუსელში ვიზიტით მყოფი საქართველოს მოქმედი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ევროკომისიის პრეზიდენტ ხოსე მანუელ ბაროსოს შეხვდა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მხარეებმა საქართველოსა და ევროკავშირს შორის მიღწეულ პროგრესზე ისაუბრეს და კიდევ ერთხელ აღნიშნეს, რომ ქვეყანამ მიხეილ სააკაშვილის ლიდერობით, მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია.
მათივე ცნობით, ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადებით, აუცილებელია, რომ საქართველოს ახალმა ხელმძღვანელობამ იგივე კურსი განაგრძოს და პროგრესი არ შეაჩეროს. მისი თქმით, ვილნიუსის სამიტი მნიშვნელოვანი დასაწყისი იქნება ევროკავშირთან კიდევ უფრო დაახლოების გზაზე.
შეხვედრის დასასრულს, ლიდერებმა ერთობლივი განცხადებები გააკეთეს და მედიის შეკითხვებს უპასუხეს.




წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1210
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია