დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
თავდაცვის მინისტრი მთავრობაში საფუძვლიან ცვლილებებს არ ელოდება
ავტორი:
2013/ოქტომბერი/28 21:00:05
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია მთავრობაში საფუძვლიან ცვლილებებს არ ელოდება, - ამის შესახებ მინისტრმა ჟურნალისტებს ბერძენ კოლეგასთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.
მისი თქმით, პრემიერ-მინისტრმა და ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა დღეს განაცხადეს, რომ კვირის ბოლოს გაკეთდება განცხადება კოალიციის ლიდერის მიერ, თუ ვინ იქნება მომავალი პრემიერ-მინისტრი. ალასანიას განცხადებით, კონსულტაციები დასრულდება მაშინ, როცა პოლიტიკური საბჭო შეიკრიბება კვირის ბოლოს.
რაც შეეხება იმას, ელოდება თუ არა ახალი პრემიერის დანიშვნის შემდეგ მთავრობაში ცვლილებებს, როგორც ალასანიამ აღნიშნა, ის საფუძვლიან ცვლილებებს არ ელოდება.
"ქვეყანას ახალი პრემიერ-მინისტრი ეყოლება, რაც თავისთავად ნიშნავს იმას, რომ მთელი მთავრობა ახლიდან უნდა დამტკიცდეს და პარლამენტმა ნდობა გამოუცხადოს. მე რაიმე დიდ, საფუძვლიან ცვლილებებს, როგორც პრემიერმა განაცხადა, არ ველოდები", - აღნიშნა ირაკლი ალასანიამ.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1098
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია