დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
საქართველოს მთავრობა რუსულ "MTC"-ს უჩივლებს
ავტორი:
2013/ოქტომბერი/28 18:00:04
საქართველოს მთავრობა რუსულ ფიჭური კავშირგაბმულობის ქსელ "MTC"-ს უჩივლებს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა მედიასთან შეხვედრაზე განაცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, გუშინ ის შეხვდა პოლონელ ჟურნალისტებს და მიიღო ინფორმაცია, რომ როდესაც ისინი ე.წ. საზღვართან მივიდნენ, მათ ჰქონდათ კომპანია "MTC"-ის ტელეფონი, რომელზეც აღინიშნა, რომ ისინი რუსეთის ტერიტორიაზე მოხვდნენ.
"ეს მოხდა როგორც კი ე.წ. საზღვარს 200 მეტრით მიუხლოვდნენ. ეს ყველაფერი მე ჩავიწერე. ახლა ცდებს ჩავატარებთ და ჩვენ ვუჩივლებთ "MTC"-ს. წინასწარ ვაფრთხილებ, რომ აუცილებლად ვუჩივლებთ სადაც საჭიროა და როგორც ხდება სერთაშორისო ნორმებით. ეს არის აღმაშფოთებელი. ვისარგებლებდი სიტუაციით და რუსეთის ხელისუფლების ყურადღებას მივაპყრობდი, რომ ასეთი გაუგებრობისგან თავი შეიკავონ. მე არ ვიცი შეთანხმებულია რუსეთის მთავრობასთან, არ არის შეთანხმებული, მაგრამ ეს არის რუსული კომპანია. ამაზე მკაცრი რეაქცია იქნება და მოვითხოვთ მათ რიცხვში ხელისუფლებისგან პასუხს, რომ ის არ არის რუსეთის ტერიტორია, ეს არის საქართველოს ტერიტორია",-განაცხადა ივანიშვილმა.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1187
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია