დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გიორგი მარგველაშვილი ავლაბრის საპრეზიდენტო რეზიდენციაში მუშაობას არ აპირებს
ავტორი:
2013/ოქტომბერი/28 16:30:02
გიორგი მარგველაშვილი ავლაბრის საპრეზიდენტო რეზიდენციაში მუშაობას არ აპირებს, - ამის შესახებ მარგველაშვილმა პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე "ინტერპრესნიუსს" განუცხადა.
მისივე აზრით, აღნიშნული რეზიდენცია, როგორც ხალხის ფულით აგებული შენობა, ხალხმა უნდა მოიხმაროს.
"მე არ ვაპირებ იქ მუშაობას. ჩემი აზრია ის, რომ ეს რეზიდენცია უნდა იყოს გადაცეული ისეთი სფეროსთვის, რომელიც უფრო სახალხოა, ვიდრე ერთი მაღალი პოლიტიკური უფლებების მქონე პირის რეზიდენცია. ვფიქრობ, რომ ხალხს უნდა დაუბრუნდეს ის ქონება, რომელიც ხალხის ფულით აშენდა. ეს რეზიდენცია ხალხმა უნდა მოიხმაროს უფრო მეტად", - აღნიშნა მარგველაშვილმა.
მისივე თქმით, აღნიშნულ საკითხზე გუნდის შიგნით იმსჯელებენ და აზრს ამის შემდეგ ჩამოაყალიბებენ.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1217
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია