დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სერგეი ლავროვმა საქართველოს მოსახლეობას საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება მიულოცა
ავტორი:
2013/ოქტომბერი/28 14:30:12
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა საქართველოს მოსახლეობას საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება მიულოცა. ამის შესახებ რუსეთის პირველმა დიპლომატმა რუსულ მედიას განუცხადა.
"იმ ინფორმაციის გათვალისწინებით, რომელიც ვრცელდება, არჩევნები ჩატარდა თავისუფალ, სამართლიან გარემოში და მის შედეგებს არავინ არ აპროტეტსებს. ჩვენ ქართველ ხალხს ვუსურვებთ რაც შეიძლება მალე დასრულდეს საორგანიზაციო საკითხები ახალი ხელისუფლების ფორმირებასთან დაკავშირებით. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ახალი მთავრობა რუსეთთან მიმართებაში მეგობრულ, კეთილმეზობლურ პოლიტიკას გაატარებს, არსებული რეალობების გათვალისწინებით ამ არც თუ იოლ რეგიონში ",-განაცხადა ლავროვმა.
საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები 27 ოქტომბერს გაიმართა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის პირველადი მონაცემებით, საპრეზიდენტო არჩევნებში 62,09%-ით კოალიცია "ქართული ოცნების" პრეზიდენტობის კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი ლიდერობს.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1120
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია