დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ცესკოს ხვალ, 10.00 საათისთვის უბნების 90 პროცენტის შედეგების გამოქვეყნებას გეგმავს
ავტორი:
2013/ოქტომბერი/28 02:30:02
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საინფორმაციო ბრიფინგები ხვალ, 10:00 საათიდან განახლდება, - ამის შესახებ ცესკო-ს სპიკერმა ეკა აზარაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე ინფორმაციით, ამ დროისთვის უკვე წინასწარი შედეგებით დათვლილია ხმების 30% და დილისთვის, სავარაუდოდ, შესაძლებელი იქნება უბნების მონაცემების 90%-ის შედეგების გამოქვეყნება.
3 741 უბნიდან 1098 უბნის შედეგების მიხედვით კი, საპრეზიდენტო არჩევნებში 63,34 %-ით კოალიცია "ქართული ოცნების" პრეზიდენტობის კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი ლიდერობს.
მეორე ადგილზე "ნაციონალური მოძრაობის" პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძეა, რომელსაც 1098 უბნის შედეგებით მხარი ამომრჩევლის 21,15 %-მა დაუჭირა, შემდეგ პოზიციას კი – 9, 66%-ით "დემოკრატიული მოძრაობის" პრეზიდენტობის კანდიდატი ნინო ბურჯანაძე იკავებს.
ამომრჩევლის 1,4 %-მა დაუჭირა მხარი "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერ გიორგი თარგამაძეს, შალვა ნათელაშვილს 2,82 %-მა, კობა დავითაშვილს კი 0,55 %-მა.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, საპრეზიდენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობამ 46.6% შეადგინა. არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 1 648 662 ამომრჩეველმა. ყველაზე მაღალი აქტივობა დაფიქსირდა რაჭა-ლეჩხუმში, გურიასა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონში.




წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1124
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია