დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
"მრავალეროვანი საქართველო" - კენჭისყრის პროცესი ძირითადად კანონით დადგენილი წესების შესაბამისად ხორციელდება
ავტორი:
2013/ოქტომბერი/27 18:00:03
საპრეზიდენტო არჩევნებზე კენჭისყრის პროცესი, ძირითადად კანონით დადგენილი წესების შესაბამისად ხორციელდება , - ამის შესახებ სამოქალაქო მოძრაობა "მრავალეროვანი საქართველოს" საარჩევნო პროგრამის კოორდინატორმა ალექსანდრა კალატოზიშვილმა საარჩევნო მედიაცენტრში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, აღნიშნული ორგანიზაცია დაკვირვებას სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებში ახორციელებს. როგორც ალექსანდრა კალატოზიშვილმა აღნიშნა, ამ დროისთვის დაფიქსირდა უბნის არასათანადო მოწყობის ორი შემთხვევა - მარნეული #83, ნინოწმინდა #25. წილის ყრის ჩატარების წესის დარღვევის 1 შემთხვევა ნინოწმინდის #4 უბანზე. საარჩევნო უბანზე დამკვირვებლის დროულად არდაშვების 3 შემთხვევა ნინოწმინდის #25 უბანზე, ბოლნისის #3 უბანზე და ახალქალაქის #55 უბანზე. კენჭისყრის პროცედურა უბნის მოუმზადებლობის გამო დაიწყო დაგვიანებით ორ უბანზე - ახალქალაქი #24 და მარნეული #25. პროცედურული დარღვევა დაფიქსირდა მარნეულის #55 უბანზე.
"მრავალეროვანი საქართველოს" დამკვირვებლის ინფორმაციით, წილის ყრის შედეგად ყუთის გადამტანი კომისიის მხოლოდ 1 წევრი გამოვლინდა, ორის ნაცვლად. ჩვენი დამკვირვებლის მითითებით, ხელახლა ჩატარდა წილის ყრა და სიტუაცია გამოსწორდა. "მრავალეროვანი საქართველოს" დამკვირვებელთა მიერ მოწოდებული ინფორმაციით, კენჭისყრის ფარულობა დაირღვა ერთ შემთხვევაში, კერძოდ, #22 მარნეულის #5 საარჩევნო უბანში საკონტროლო ფურცელი ძირითად ყუთში ამომრჩევლის ბიულეტენთან ერთად, კონვერტში ჩადებული ჩააგდეს. დაიწერა საჩივარი, თუმცა მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. #37 ახალციხის #1 საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა შემთხვევა, როდესაც ამომრჩეველთა სიაში წინასწარ გაკეთებული იყო ხელმოწერები ამომრჩეველთა გრაფის გასწვრივ. მარნეულის #4 უბანში საკონტროლო ფურცელი ძირითად ყუთში პირველი ამომრჩევლის ხელმოწერის გარეშე ჩააგდეს. ამ საკითხზე დამკვირვებელმა საჩივარი დაწერა, მაგრამ კომისიამ მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. ალექსანდრა კალატოზიშვილის ინფორმაციით, დაფიქსირდა ბიულეტენის გაყალბების ერთი შემთხვევა: #22 მარნეულის საარჩევნო ოლქის #42 საარჩევნო უბანზე ორგანიზაციის დამკვირვებელმა დააფიქსირა ორი ფაქტი, როცა რეგისტრატორმა ამომრჩეველს გადასცა უკვე შემოხაზული ბიულეტენი. ( შემოხაზული იყო 41 ნომერი). როგორც დამკვირვებელი აცხადებს, არსებობს ამ ფაქტის ვიდეო ჩანაწერიც. ამის შემდეგ კი უბანზე ვიდეო გადაღების საშუალება აკრძალეს. ამ ფაქტზე დარეგისტრირებულია ორი საჩივარი. მათგან ვიდეო გადაღებაზე წარდგენილი საჩივარი დაკმაყოფილებულია. ორგანიზაციის დამკვირვებელთა მიერ საუბნო საარჩევნო კომისიების მიმართ წარდგენილი 8 საჩივრიდან 4 დაკმაყოფილებულია; ამ დროისათვის "მრავალეროვანი საქართველოს" დამკვირვებლების 2 საჩივარია წარდგენილი საოლქო საარჩევნო კომისიაში. ამასთან, როგორც ალექსანდრა კალატოზიშვილმა აღნიშნა, მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ამ ეტაპზე არ დაფიქსირებულა არც ერთი შემთხვეა, როდესაც, ამომრჩევლებმა ენობრივი ბარიერის გამო ხმის მიცემა ვერ შეძლეს.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 970
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია