დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ცესკო - საარჩევნო პროცესი მშვიდ გარემოში მიმდინარეობს
ავტორი:
2013/ოქტომბერი/27 09:00:02
დილის 08:00 საათიდან ყველა საარჩევნო უბანი გახსნილია და საარჩევნო პროცესი მშვიდ გარემოში მიმდინარეობს, - ამის შესახებ ცესკოს სპიკერმა ეკა აზარაშვილმა დღეს გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე განაცხადა.
ეკა აზარაშვილის თქმით, კომისია დღის განმავლობაში რამდენიმე ბრიფინგს გამართავს და მედიას დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის კენჭისყრის მიმდინარეობის შესახებ.
"ყველა საარჩევნო უბანი გახსნილია და საარჩევნო პროცესი მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. მხოლოდ 2 საარჩევნო უბანს ვერ ვუკავშირდებით, რომელიც მესტიაში მდებარეობს. დღის განმავლობაში მოგაწვდით დეტალურ ინფორმაციას კენჭისყრის მიმდინარეობის შესახებ 24-საათიან რეჟიმში. მუშაობს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცხელი ხაზი 2 51 00 51, ონლაინ-ჩატი და ონლაინ-ოპერატორი", - განაცხადა აზარაშვილმა.
მისივე თქმით, საარჩევნო ადმინისტრაცია მოუწოდებს ყველას აქტიური მონაწილეობა მიიღონ კენჭისყრის პროცესში.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1226
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია