დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
მიხეილ სააკაშვილი - საქართველოს დღეს ეროვნული თავისუფლებისთვის ბრძოლის ეპოქა უდგას
ავტორი:
2013/ოქტომბერი/26 16:00:03
ჩვენს მტერს სურდა ქართველი მგლებისგან გამოეყვანა ბატკნის ჯიში, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სოფელ ქვემო ალვანში განაცხადა, სადაც აგვისტოს ომის დროს დაღუპული ქართველი გმირის, გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გახსნა.
მისივე შეფასებით, მტრის ამ სურვილს ხაზი სწორედ ანწუხელიძემ და მისმა მსგავსმა გმირებმა გადაუსვეს.
"ჩვენ 8-9 წლის წინ გადავიბარეთ საქართველო, რომელიც ვერ აკონტროლებდა პანკისის ხეობას, ჯავახეთს. ვერ აკონტროლებლდა ასლან აბაშიძის სეპარატისტული მთავრობის გამო აჭარის ტერიტორიას, ბუნებრივია, ვერ აკონტროლებდა რუსების მიერ კონტროლირებად ცხინვალსა და აფხაზეთს. როდესაც რუსები პირდაპირ შემოვიდნენ, ჩვენ აღვადგინეთ კონტროლი და აღვადგინეთ იმის გამო, რომ შევქმენით სახელმწიფო. ამ სახელმწიფოს ქმნიდა უამრავი ადამიანი, რომელთაც არ სჭირდებოდათ ტიტულები. მისაბაძი მაგალითი არის გიორგი ანწუხელიძე. მინდა ყველა ქართველმა ისე იცხოვროს, რომ გადამწყვეტ მომენტში, ერთხელ მაინც ვთქვათ – "მე ვარ საქართველო". მინდა ვთქვა, რომ კიდევაც დაიზრდებიან ჩვენი მგლები. ჩვენს მტერს სურდა ქართველი მგლებისგან გამოეყვანა ბატკნის ჯიში, მაგრამ გიორგი ანწუხელიძემ გადაუსვა მას ხაზი. ამ ბავშვებზეა ნათქვამი, კიდევაც დაიზდებიან ალგეთს ლეკვები მგლისანი. მოვა მომენტი და ისინი იტყვიან - "ჩვენ ვართ საქართველო", - აღნიშნა პრეზიდენტმა.
ამასთან, მიხეილ სააკაშვილის შეფასებით, საქართველოს დღეს ეროვნული თავისუფლებისთვის ბრძოლის ეპოქა უდგას.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1315
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია