დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გიორგი თარგამაძემ ამომრჩეველს განცხადებით მიმართა
ავტორი:
2013/ოქტომბერი/26 15:30:02
არჩევნებამდე ერთი დღით ადრე "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" პრეზიდენტობის კანდიდატმა გიორგი თარგამაძემ ამომრჩეველს განცხადებით მიმართა.
"ინტერპრესნიუსი" გიორგი თარგამაძის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.
"არჩევნებამდე ერთი დღე დარჩა და არ გვაწყენს თუ საკუთარ თავს შევახსენებთ, რომ არაფერი არ ვნებს და აფუჭებს ქართულ ხელისუფლებას ისე, როგორც მაღალი ციფრები და მაღალი საარჩევნო შედეგები. ჩვენი უახლესი პოლიტიკური ისტორია არის სწორედ გამოცდილება, როდესაც მაღალი საარჩევნო შედეგების შედეგად ერთ ტურში გამარჯვებულ ადამიანებს და პოლიტიკურ ჯგუფებს სწრაფად აუვარდებოდათ ხოლმე თავში და ვიღებდით უამრავ შეცდომას, რომელმაც ჩვენს ქვეყანას უმძიმესი შედეგები მოუტანა. დღეს ჩვენ გვაქვს შანსი მაღალი პოლიტიკური აქტიურობის და მაღალი პოლიტიკური პასუხისმგებლობის გამოვლენის შემთხვევაში შევაჯნჯღაროთ ხელისუფლება, რომელიც თვითკმაყოფილებასა და ხიბლს არის მიცემული, რომელსაც გონია, რომ ყველაფერი კარგად არის, რომ მოსახლეობის პრობლემების უმეტესობა მოგვარებული, მათ მიერ გაცემული დაპირებები შესრულებულია. ამდენად, მეორე ტური არათუ შესაძლებლობაა, ეს არის აუცილებლობა ყველა იმ ადამიანისთვის, რომელიც გულშემატკივრობს ჩვენი ქვეყნის თავისუფალ, დემოკრატიულ მომავალს. გულშემატკივრობს ადეკვატურ, თავის ხალხის მიმართ ანგარიშვალდებულ მთავრობასა და ხელისუფლებას და ჩვენ გვაქვს შანსი გავაკეთოთ არჩევანი არა ცუდსა და უარესს, არამედ ცუდს და კარგს შორის და კარგი ეს არის ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი, ეს არის ჩვენი ტრადიციული ღირებულებების შენარჩუნება, ეს არის სოციალური საბაზრო ეკონომიკის შექმნა ქვეყანაში, სადაც ოჯახებს შესაძლებლობა ექნებათ თვითრეალიზაციის, დასაქმების, თანამედროვე განათლების, თანამედროვე ჯანდაცვის სერვისების მიღების, ექნებათ შანსი იმისა, რომ ნაბიჯ- ნაბიჯ ღირსეულად ვიაროთ ევროპისკენ. ამდენად მოვუწოდებ ყველა ჩვენს მხარდამჭერს, ყველა პოლიტიკური პასუხისმგებლობის მქონე ადამიანს, ვიაქტიუროთ არჩევნებში, მიუხედავად იმისა, რომ გაყალბების მცდელობები იქნება და უკვე აშკარად სახეზეა, როდესაც პრემიერი და მთელი მთავრობა ასეთ უხეშ ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახორციელებს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობაზე ღია პოლიტიკური შანტაჟით, მაგრამ ეს შანტაჟი ვერ გავა, ვერც ვერანაირი გარიგება ვერ განხორციელდება ადგილებზე, თუკი თავად მოსახლეობა იტყვის თავის აქტიურ სიტყვას. ჩვენ გვჭირდება გამარჯვება. საქართველოს სჭირდება მეორე ტური ამ არჩევნებში იმისთვის, რომ ქვეყანაში, ერთი მხრივ, ხელისუფლება გახდეს ადეკვატური ამ ქვეყნის მოსახლეობის პრობლემების მიმართ და მეორე მხრივ, დემოკრატიული პროცესი გახდეს მართვადი, შეუქცევადი და არ მივიღოთ იგივე სურათი, როგორიც ჩვენი გვქონდა წლების განმავლობაში, როდესაც თვითკმაყოფილმა ხელისუფლებამ დაკარგა მოსახლეობისადმი ანგარიშვალდებულების უნარს", - განაცხადა გიორგი თარგამაძემ.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 996
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია