დაისვენე კურორტ ახალდაბაში
პარტიებმა 1 158 436 ლარის შემოწირულება მიიღეს
ავტორი:
2013/ოქტომბერი/25 18:30:02
პოლიტიკურმა პარტიებმა 14 ოქტომბრიდან 25 ოქტომბრის ჩათვლით ჯამში 1 158 436 ლარის შემოწირულება მიიღეს.
აღნიშნული თანხიდან უმეტესი ნაწილი "დემოკრატიულ მოძრაობა - ერთიან საქართველო"-ს მიერ მიღებულ შემოწირულებებზე" მოდის, რაც 874 322 ლარს შეადგენს, ხოლო დანარჩენი პარტიების შემთხვევაში მიღებული დაფინანსება შემდეგნაირად ნაწილდება: "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" –234 293 ლარი, "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო" – 47 000 ლარი, ნუგზარ ავალიანი - 2 685 ლარი და ლევან ჩაჩუა - 136 ლარი.
აღსანიშნავია, რომ "ნაციონალური მოძრაობის" შემომწირველებს შორის არიან თავად პარტიის წევრი დეპუტატები: გიორგი თევდორაძე (10 ათასი ლარი), გიორგი გაბაშვილი (10 ათასი ლარი), მიხეილ მაჭავარიანი (7 ათასი ლარი), გიორგი ვაშაძე (7 500 ლარი), აკაკი ბობოხიძე (10 ათასი ლარი), ნუგზარ წიკლაური (10 ათასი ლარი), ამასთან პარლამენტის ყოფილი წევრები: კობა ხაბაზი (10 ათასი ლარი), გიორგი მელაძე (5 ათასი ლარი), გიორგი როინიშვილი (5 ათასი ლარი). შემომწირველებს შორის არიან ასევე ცესკო-ს ყოფილი თავმჯდომარე ლევან თარხნიშვილი (5 ათასი ლარი), ირმა სტეფნაძე – იაშვილი (5 ათასი ლარი), ალექსანდრე კვიტაშვილი (10 ათასი ლარი), ლევან ვარშალომიძე (5 ათასი ლარი).
"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" შემომწირველები არიან: ლევამ ხიმშიაშვილი (7 ათასი ლარი), შალვა ფირცხალავა (10 ათასი ლარი), ვლადიმერ მღებროვი (10 ათასი ლარი), ქეთევან ბიჭიაშვილი (5 ათასი ლარი), ზურაბ თამლიანი (7 500 ლარი), კახა ბოლქვაძე (7 500 ლარი).
რაც შეეხება "დემოკრატიულ მოძრაობას", ნინო ბურჯანაძის პარტიას ყველაზე მეტი თანხა შესწირეს: ივანე ჩიღვინაძემ (59 970 ლარი), თინა ბურჯანაძემ (58 100 ლარი), ნუგზარ კაპანაძემ (50 ათასი ლარი), ისაკო ცქიფუნიშვილმა (45 ათასი ლარი), ჯონდო კაპანაძემ (35 ათასი ლარი), გიორგი ნადარეიშვილმა (25 ათასი ლარი), კახა სისაურიძემ (20 ათასი ლარი), ზაზა წამებულიძემ (20 ათასი ლარი), დავით ბუიძემ (20 ათასი ლარი), ნიკოლოზ გაგელიძემ (20 ათასი ლარი) და ზურაბ აღდგომელაშვილმა (20 ათასი ლარი).
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1015
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია