დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
რიჩარდ ნორლანდი - საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების განსაზღვრა ამ ეტაპზე შეუძლებელია
ავტორი:
2013/ოქტომბერი/25 16:00:03
საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების განსაზღვრა ამ ეტაპზე შეუძლებელია, - ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა საქართველოში, რიჩარდ ნორლანდმა ჟურნალისტებს ზუგდიდში განუცხადა.
ელჩის თქმით, ამერიკა საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობას მომავალშიც გააგრძელებს.
"საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების განსაზღვრა ამ ეტაპზე შეუძლებელია. არ ვიცით, ვინ გახდება საქართველოს პრეზიდენტი. აშშ გააგრძელებს თანამშრომლობას მომავალ პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან და მათი მეშვეობით - საქართველოსთან", - აღნიშნა რიჩარდ ნორლანდმა.
აშშ-ის ელჩი საქართველოში, ზუგდიდში წინასაარჩევნო გარემოს შეფასების მიზნით იმყოფება. რიჩარდ ნორლანდი ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს შეხვდა. ასევე, დაგეგმილია ელჩის შეხვედრები არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან, საერთაშორისო და ადგილობრივ დამკვირვებლებთან.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1191
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია