დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ცესკომ არჩევნებისთვის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის რამდენიმე სიახლე დანერგა
ავტორი:
2013/ოქტომბერი/24 20:00:02
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მედიას შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ამომრჩევლებთან მიმართებაში განხორციელებული აქტივობები გააცნო.
როგორც ცესკო-ს სპიკერმა ეკატერინე აზარაშვილმა დღეს გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე განაცხადა, 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ამომრჩევლებისთვის თანაბარი საარჩევნო გარემოს უზრუნველსაყოფად ცესკომ რამდენიმე სიახლე დანერგა. მათ შორის, ეტლით მოსარგებლე ამომრჩევლებისთვის ადაპტირებულია 302 საარჩევნო უბანი, 127 - თბილისში, ხოლო 175 - რეგიონების მასშტაბით. ასევე, დამზადებულია 13 დროებითი პანდუსი. წინა არჩევნებთან შედარებით ადაპტირებული უბნების რაოდენობა გაზრდილია 194-ით.
საპრეზიდენტო არჩევნებისთვის, სპეციალური კაბინების რაოდენობა 200-დან გაიზარდა 800-მდე.
აზარაშვილის ინფორმაციით, კენჭისყრის დღეს, კოალიცია - "დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის", 10 მობილური ჯგუფის საშუალებით, უზრუნველყოფს ეტლით მოსარგებლე ან მოძრაობის შეფერხების მქონე ამომრჩევლების საარჩევნო უბნამდე გადაადგილებას. ეს პროექტი თბილისის გარდა განხორციელდება 5 დიდ ქალაქში: თელავში, გორში, ქუთაისში, ზუგდიდში და ბათუმში. პროექტის მხარდამჭერია საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდი და ცესკოს ტრენინგების ცენტრი.
აღნიშნული სერვისით სარგებლობის მიზნით ამომრჩევლები უნდა დაუკავშირდნენ ცესკოს კონტაქტ-ცენტრს, ნომერზე 2-51-00-51 ან კოალიციის ცხელ ხაზს 2-35-66-09.
სმენადაქვეითებული ამომრჩევლებისთვის, 600 საარჩევნო უბანზე, პორტატული კომპიუტერების გამოყენებით კენჭისყრაში მონაწილეობის ამსახველი ვიდეო რგოლი სურდოთარგმანის თანხლებით გავრცელდება. მათთვის ცესკომ 9 საინფორმაციო რგოლი, სურდოთარგმანის თანხლებით, განათავსა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში. ცესკოს კონტაქტ-ცენტრის ოპერატორებმა ხმის მიცემის პროცედურების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს ბაზაში მყოფ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ამომრჩევლებს.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1189
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია