დაისვენე კურორტ ახალდაბაში
მიხეილ სააკაშვილმა მიხეილ ხუბუტიას "კოლაბორაციონისტი მოღალატე" უწოდა
ავტორი:
2013/ოქტომბერი/24 19:30:03
საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, "კოლაბორაციონისტი მოღალატე", მიხეილ ხუბუტია ამბობდა, რომ მოსკოვის ქართულ ეკლესიაში მიხეილ სააკაშვილის სურათი დიდი ხნის განმავლობაში ვერაფრით ვერ ჩამოახსნევინეს.
ამით საქართველოს პრეზიდენტი რუსეთში ქართველთა კავშირის პრეზიდენტის, მიხეილ ხუბუტიას განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც ხუბუტიამ რუსეთის პრეზიდენტ, პლადიმერ პუტინთან შეხვედრისას გააკეთა.
"გუშინ, ერთი კოლაბორაციონისტი მოღალატე იძახდა, რომ მოსკოვის ქართულ ეკლესიაში, მთელი ეს პერიოდი იყო სააკაშვილის სურათი, ვერაფრით ვერ ჩამოვახსნევინეთო. უფრო მეტიც, ვინც ითხოვდა ჩამოხსნას, ეკლესიიდან გამოგვყარესო. მერე ჩაერიაო შესაბამისი სტრუქტურები, მოსკოვის საპატრიარქო და სააკაშვილის სურათი როგორც იქნა ჩამოვხსენითო, თავს იწონებდა",-განაცხადა სააკაშვილმა.
როგორც ცნობილია, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ბაშკირეთის დედაქალქ უფაში ინტერნაციონალური ურთიერთობების საბჭოს წევრებს შეხვდა. შეხვედრას ქართველთა კავშირის პრეზიდენტი მიხეილ ხუბუტიაც ესწრებოდა, რომელმაც რუსეთის პრეზიდენტს საქართველოსთან სავიზო რეჟიმის შემოღების გამო მადლობა გადაუხადა.
"ჩვენ რომ მაშინ არ შემოგვეღო სავიზო რეჟიმი საქართველოსთან, ალბათ იქ დარჩებოდა 500 ათასი ადამიანი. დანარჩენი კი რუსეთში გადმოსახლდებოდა. ისინი ამის გამო მადლობელი უნდა იყვნენ, თუმცა ეს კარგად არ ესმით. ქართულმა ეკლესიამ, რომელიც აქ ფუნქციონირებს, ეკლესიაში ჩამოკიდა მიხეილ სააკაშვილის პორტრეტი. ავრცელებდნენ რუსეთის და რუსი ხალხის საწინააღმდეგო პროკლამაციებს. ვინც ამას ეწინააღმდეგებოდა, მათ ეკლესიაში არ უშვებდნენ. მეც კი გამომაგდეს. მაგრამ მრავალრიცხოვანი წერილების, ჩვენი პატრიარქისა და სამართალდმაცველი ორგანოების დახმარებით ჩვენ ეს საკითხი მოვაგვარეთ. ამჟამად ამ ეკლესიაში არა მხოლოდ ქართველები, არამედ აფხაზები, ოსები და რუსებიც დადიან. ბატონი შევჩენკოს დახმარებით, ფილმი "იკონა", რომელიც "პირველი არხით" მთელმა რუსეთმა ნახა და ის რუსეთ-საქართველოს მეგობრობას ეძღვნებოდა, ვაჩვენეთ საქართველოშიც. პრემიერას 500 ადამიანი ესწრებოდა. თქვენ ერთხელ თქვით, რომ ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩვენ ერთად ვიყავითო. როცა განვცახადე, რომ ეს თქვენი სიტყვები იყო, 500 ადამიანი ტაშს ფეხზე მდგომი უკრავდა",-მიმართა ხუბუტიამ პუტინს.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1200
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია