დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გიორგი თარგამაძე გლდანის მოსახლეობას შეხვდა
ავტორი:
2013/ოქტომბერი/24 18:00:03
"ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" პრეზიდენტობის კანდიდატი გიორგი თარგამაძე გლდანის მოსახლეობას შეხვდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" პარტიიდან აცნობეს, შეხვედრაზე რაიონში არსებულ ინფრასტრუქტურულ პრობლემებზე და გლდანის სპეციფიკაზე ისაუბრეს.
გიორგი თარგამაძემ მოსახლეობას გააცნო ეკონომიკის აღმავლობისა და განვითარების ქრისტიან-დემოკრატიული პროგრამა, რომლის პრიორიტეტი მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა, გადასახადებზე შეღავათების დაწესება და ქართული ენერგეტიკის ეკონომიკის სამსახურში ჩაყენებაა.
გიორგი თარგამაძის განცხადებით, სწორი სატარიფო პოლიტიკა არის ის, რამაც ხელი უნდა შეუწყოს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას. "ქრისტიან-დემოკრატებმა" დღესვე ისაუბრეს სოციალურ პროგრამაზე, ჯანდაცვაზე, ასევე საგარეო პოლიტიკაზე.
გიორგი თარგამაძემ მოსახლეობასთან მისი საარჩევნო კამპანიის მთავარი სლოგანის - "ტრადიციებით ევროპისკენ" მნიშვნელობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ქართველი ერის ევროპული არჩევანი არის ურყევი, მაგრამ ამავე დროს აუცილებელია თვითმყოფადობის შენარჩუნება.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1214
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია