დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ევროინტეგრაციის საკითხთა კომუნიკაციისა და ინფორმაციის შესახებ 2014-2017 წლების სტრატეგიის პრეზენტაცია გაიმართება
ავტორი:
2013/ოქტომბერი/24 15:00:03
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, დღეს, ევროინტეგრაციის საკითხთა კომუნიკაციისა და ინფორმაციის შესახებ საქართველოს მთავრობის 2014-2017 წლების სტრატეგიის პრეზენტაცია გაიმართება. ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, სტრატეგია მიმდინარე წლის 6 სექტემბერს საქართველოს მთავრობის განკარგულებით დამტკიცდა.
აღნიშნული სტრატეგიის მიზანია საქართველოს მოსახლეობის ინფორმირება ევროინტეგრაციის პროცესსა და ქვეყნის მიერ ნაკისრ ვალდებულებებზე, ასევე, საჯარო მოხელეთა ცოდნის ამაღლება და საერთაშორისო თანამეგობრობისათვის ობიექტური ინფორმაციის მიწოდება საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის მიმდინარე პროცესის შესახებ.
გარდა ამისა, სტრატეგიის ამოცანაა მოსახლეობაში არარეალისტური მოლოდინებისა და საზოგადოებაში ევროინტეგრაციასთან დაკავშრებული პროცესების შესახებ არასწორი დამოკიდებულების თავიდან აცილება.
ევროინტეგრაცის პროცესის კომპლექსურობისა და მნიშვნელობიდან გამომდინარე, სტრატეგიის მიხედვით გათვალისწინებულია, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ საზოგადოების ფართო სპექტრთან კომუნიკაცია, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ქვეყნის წარმოჩენას ევროკავშირის წევრ ქვეყნებში და მის ევროკავშირთან დაახლოებას.
სტრატეგია მომზადდა ,,აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის"" წარმომადგენლებთან აქტიური თანამშრომლობით.
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს შესაბამის სამთავრობო უწყებებთან თანამშრომლობის საფუძველზე დაევალა სტრატეგიის შესაბამისად ყოველწლიური სამოქმედო გეგმის მომზადება და კოორდინაცია.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1197
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია