დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ნოდარ ხადური საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიის FitchRatings-ის მისიის წევრებს შეხვდა
ავტორი:
2013/ოქტომბერი/24 14:30:02
საქართველოს ფინანსთა მინისტრი, ნოდარ ხადური საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიის FitchRatings-ის მისიის წევრებს - საქართველოზე მომუშავე ანალიტიკოსებს ჩარლზ სევილს და ვინსენტ ფორესტს შეხვდა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" ფინანსთა სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს სუვერენულ რეიტინგთან დაკავშირებული საკითხები, ქვეყნის სამომავლო ფისკალური პოლიტიკა საშუალოვადიან პერიოდში, 2013-2014 წლების სახელმწიფო ბიუჯეტი, საგადასახადო პოლიტიკა, სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტები და დაგეგმილი ხარჯები, სახელმწიფო საგარეო და საშინაო ვალის საკითხები.
ნოდარ ხადურმა მისიის წევრებს ეკონომიკაში მიმდინარე პროცესები გააცნო, ქვეყნის მაკროეკონომიკური მდგომარეობა, ერთი წლის განმავლობაში მთავრობის მიერ გატარებული რეფორმები, 2014 წლის ბიუჯეტის ძირითადი მიმართულებები, აგრეთვე ქვეყნის სოციალური და ეკონომიკური განვითარების სტრატეგიული დოკუმენტის პროექტით გათვალისწინებული მიმართულებები, რომელთა ძირითადი მიზანი ქვეყნის ჯანსაღი ეკონომიკური ზრდის სტიმულირება და კონკურენტუნარიანობის ხელშეწყობაა.
ფინანსთა მინისტრმა შეხვედრაზე კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობისთვის მნიშვნელოვანია, გაუმჯობესდეს ქვეყნის სარეიტინგო მაჩვენებელი, რისთვისაც საქართველოს მთავრობა გააგრძელებს დაწყებულ რეფორმებს.
ფინანსთა მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ კომპანია სარეიტინგო დასკვნაში ქვეყანაში მიმდინარე დადებით პროცესებს აუცილებლად გაითვალისწინებს.
ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში მისიის წევრები შეხვედრებს გამართავენ როგორც საჯარო, ისე, კერძო სექტორის წარმომადგენლებთან.
სამინისტროს ინფორმაციით, ამჟამად, საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიის FitchRatings-ის რეიტინგში საქართველოს BB – აქვს მინიჭებული.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1114
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია