დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
თბილისში საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის კომიტეტის სხდომა მიმდინარეობს
ავტორი:
2013/ოქტომბერი/24 11:00:02
საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის კომიტეტის მე-13 სხდომა მიმდინარეობს.
სხდომა მინისტრის მოადგილეების დონეზე იმართება. მას ქართული მხრიდან საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თამარ ბერუჩაშვილი, ხოლო ევროკავშირის მხრიდან ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის, რუსეთის, აღმოსავლეთ პარტნიორობის, ცენტრალური აზიის, რეგიონული თანამშრომლობისა და ეუთოს დირექტორატის ხელმძღვანელი, გუნარ ვიგანდი ხელმძღვანელობენ.
როგორც სხდომის დაწყებამდე თამარ ბერუჩაშვილმა განაცხადა, ეს შეხვედრა ყოველ წელს მინისტრების მოადგილეების დონეზე იმართება, თუმცა წელს ამ სხდომას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.
"ეს შეხვედრა წელს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ვილნიუსის სამიტის წინ იმართება. შესაბამისად, შეხვედრის დღის წესრიგი დეტალურად მიმოიხილავს საკითხებს, რომელიც ასოცირების შეთანხმებასთან არის დაკავშირებული. ასევე განვიხილავთ ვილნიუსის სამიტის დეკლარაციის თემებს და პოსტვილნიუსის გეგმებს", - განაცხადა ბერუჩაშვილმა.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1101
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია