დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ცესკო არჩევნების დღეს დაგეგმილი ბრიფინგების განრიგს აქვეყნებს
ავტორი:
2013/ოქტომბერი/23 22:00:03
ცენტრალური საარჩევნო კომისია არჩევნების დღეს, 27 ოქტომბერს დაგეგმილი ბრიფინგების განრიგს აქვეყნებს. როგორც "ინტერპრესნიუსს" ცესკო-დან აცნობეს, ამომრჩევლების და ყველა დაინტერესებული მხარის დროულად ინფორმირების მიზნით, 27 ოქტომბერს დილის 08:30 საათიდან რამდენიმე საათში ერთხელ საინფორმაციო ბრიფინგები გაიმართება.
ცესკო-ს ცნობით, 24 საათიან რეჟიმში იმუშავებს როგორც კომისიის ცხელი ხაზი (251 00 51), ისე ონლაინ ჩატი და ონლაინ ოპერატორი (www.cesko.ge), შესაბამისად, ყველას შეეძლება პასუხის მიღება არჩევნებთან დაკავშირებული ამა თუ იმ საკითხის შესახებ.
საინფორმაციო ბრიფინგები გაიმართება: 8:30 საათზე, 10:30 საათზე, 14:30 საათზე, 15:30 საათზე, 17:30 საათზე და 20:30 საათზე.
ამასთან, ცესკო-ს განცხადებით, საჭიროების შემთხვევაში განრიგი შესაძლოა შეიცვალოს.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1390
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია