დაისვენე კურორტ ახალდაბაში
გიორგი მარგველაშვილმა საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ბოლო თემატური შეხვედრა გამართა
ავტორი:
2013/ოქტომბერი/23 21:30:03
კოალიცია "ქართული ოცნების" პრეზიდენტობის კანდიდატმა გიორგი მარგველაშვილმა "ვერის პარკში" მდებარე "ჭადრაკის სასახლეში" საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ბოლო თემატური შეხვედრა გამართა. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს, პრეზიდენტობის კანდიდატი დევნილთა და განსახლების მინისტრმა დავით დარახველიძემ და დეპუტატმა გია ვოლსკიმ წარუდგინეს.
გიორგი მარგველაშვილმა დევნილებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მშვიდობიანი გეგმა გააცნო, დავით დარახველიძემ კი შეკრებილ საზოგადოებასთან სამინისტროს მიერ განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, უახლოეს მომავალში დევნილთა შემწეობა 45 ლარამდე გაიზრდება, ასევე მომავალ თვეში 500-მდე დევნილს უფასოდ საცხოვრებელი ბინა გადაეცემა.
დავით დარახველიძის განცხადებით, დევნილი საზოგადოება ყოველთვის აქტიურად არის ჩართული საზოგადოებრივ ცხოვრებაში, წინა ხელისუფლება კი მათ ხმებს საარჩევნოდ იყენებდა. მისივე თქმით, კოალიციის პრეზიდენტობის კანდიდატი და მოქმედი მთავრობა დაინტერესებულია დევნილების პრობლემები სწრაფად და ეფექტურად მოგვარდეს.
გიორგი მარგველაშვილის განცხადებით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის საჭიროა საქართველო ყველასათვის მიმზიდველი ქვეყანა გახდეს და რეფორმები წარმატებით განხორციელდეს. მისი თქმით, დევნილთა სოციალური პრობლემების მოგვარებაზე მთავრობა ეფექტურად მუშაობს.
"დევნილთა საზოგადოება სამწუხაროდ ყველაზე გამოცდილი ჯგუფია ქართულ პოლიტიკაში. მათ ბევრი დაპირება და ტყუილი მოისმინეს. ჩვენს ხელისუფლებას აქვს მშვიდობიანი გეგმა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის, ამავდროულად ვმუშაობთ დევნილთა სოციალური პრობლემების მოგვარებაზე. თითოეული ჩვენგანის ოცნებაა ერთიან სახელმწიფოში ცხოვრება, რასაც ყველა ერთად ავისრულებთ", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1177
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია