საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
ოთარ კახიძე მეშახტეების დაღუპვაზე - ვუსამძიმრებთ დაღუპულთა ოჯახებს, დამნაშავეების გამოსავლენად გამოძიებაა საჭირო
ავტორი:
2018/ივლისი/16 14:00:02
../photo/2015_02/0-00-1DEC-2016/kaxidze.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/503789-othar-kakhidze-meshakhteebis-daghupvaze-vusamdzimrebth-daghupultha-ojakhebs-damnashaveebis-gamosavlenad-gamodziebaa-satciro.html", "headline": " ოთარ კახიძე მეშახტეების დაღუპვაზე - ვუსამძიმრებთ დაღუპულთა ოჯახებს, დამნაშავეების გამოსავლენად გამო...", "datePublished": "2018-07-16 10:13:08", "dateModified": "2018-07-16 10:13:08", "description": "„ევროპული საქართველოს“ წევრმა ოთარ კახიძემ ტყიბულში, მინდელის შახტში დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარი გამ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1DEC-2016/kaxidze.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } „ევროპული საქართველოს“ წევრმა ოთარ კახიძემ ტყიბულში, მინდელის შახტში დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა, დაზარალებულებს კი სწრაფი გამოჯანმრთელობა უსურვა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ევროპული საქართველოდან“ აცნობეს.

ოთარ კახიძის თქმით, სახელმწიფო ვალდებულია, რომ ყველა ამგვარი შემთხვევა სრულფასოვნად გამოიძიოს.

„ალბათ ვეღარც ვითვლით მერამდენე მსგავსი ტრაგედია მოხდა. ეს ყველაფერი სტატისტიკად იქცა, ჩვეულებრივი რუტინის ნაწილია. თითქოს ყურიც კი მიეჩვია. ამ დროს გამოძიების შესახებ საზოგადოება არანაირ ინფორმაციას არ ფლობს. თუ ვინმეს პასუხისმგებლობა იყო უსაფრთხოების ზომების დაცვა და ეს არ მოხდა, მაშინ უნდა დადგეს შესაბამისი პირების სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი. თუ ეს არავის ბრალი არ არის და უბრალოდ შახტზე უსაფრთხოების ზომების მიღება შეულებელია, მაშინ კომპანიამ არ უნდა ჩაუშვას სამუშაოდ მეშახტე ისეთ ადგილას, სადაც გაუმართლებლად მაღალია დაღუპვის რისკი. თუ მაინც ამას აკეთებს, ისევ სახელმწიფომ უნდა მოახდინოს რეაგირება. ვიდრე დავიწყებთ ევროპულ სტანდარტებზე საუბარს, ჯერ რა მექანიზმებიც გვაქვს ის უნდა გამოვიყენოთ, მაგრამ ამას არ აკეთებს მთავრობა და გაუგებარია რა მიზეზით“, - აცხადებს „ევროპული საქართველოს“ წევრი ოთარ კახიძე.



თემა: უბედური შემთხვევა ტყიბულის მაღაროში დავით სერგეენკო - შახტებში უსაფრთხოება ფუნდამენტურად უნდა გადაიხედოს
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 161
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2018 საავტორო უფლებები დაცულია