დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ოთარ კახიძე - მთავარი პროკურორობის კანდიდატი ივანიშვილის გუნდის წევრია, რომელსაც ლეგიტიმაციის კუთხით, სერიოზული პრობლემა აქვს
ავტორი:
2018/ივლისი/16 12:30:02
../photo/2015_02/0-00-1AAAAAAAIVL/kaxidze_962b5.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/503760-othar-kakhidze-mthavari-prokurorobis-kandidati-ivanishvilis-gundis-tsevria-romelsac-legitimaciis-kuthkhith-seriozuli-problema-aqvs.html", "headline": "ოთარ კახიძე - მთავარი პროკურორობის კანდიდატი ივანიშვილის გუნდის წევრია, რომელსაც ლეგიტიმაციის კუთხით...", "datePublished": "2018-07-16 08:21:37", "dateModified": "2018-07-16 08:21:37", "description": "მთავარი პროკურორობის კანდიდატი არის ივანიშვილის გუნდის წევრი, რომელსაც სერიოზული პრობლემა აქვს ლეგი...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAAAAIVL/kaxidze_962b5.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } მთავარი პროკურორობის კანდიდატი არის ივანიშვილის გუნდის წევრი, რომელსაც სერიოზული პრობლემა აქვს ლეგიტიმაციის კუთხით და არ აქვს მანდატი, რომ რეფორმები გაატაროს პროკურატურაში, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ოთარ კახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, პარალელურად ,,ქართულმა ოცნებამ“ თანამდებობაზე დატოვა თეა წულუკიანი, რომელმაც პასუხი უნდა აგოს ყველა წინა მთავარი პროკურორების შერჩევისთვის.

„ამ ფონზე, „ევროპულმა საქართველომ“ წარვადგინეთ კანდიდატურა, მოვითხოვეთ გამჭვირვალობის სტანდარტი მაინც დაეცვათ და საპროკურორო საბჭოს სხდომა გაეხსნათ, რაც არ დააკმაყოფილეს. მთავარი პროკურორობის კანდიდატთან გასაუბრება და სრულფასოვანი პროცესის ჩატარება მოვითხოვე ბიუროზეც და დავაყენე საკითხი, რომ ხუთშაბათისთვის გამართულიყო, რომ მომზადებულიყო შესაბამისი კითხვები, საზოგადოებას ეხილა პროკურორის პასუხები იმ კითხვებზე, რომელიც არსებობს. ესეც არ დააკმაყოფილეს. ფორსირებულ რეჟიმში მიჰყავთ ეს პროცესი. ეს არის საზოგადოების დაცინვა, უპასუხისმგებლო მიდგომა ასეთი მნიშვნელოვანი საკითხისადმი. ეს კიდევ უფრო გააღრმავებს იმ უნდობლობას, რომელიც არსებობს საზოგადოებაში პროკურატურის და ზოგადად სამართალდამცავი სისტემის მიმართ. ჩვენ თანამდებობაზე გვყავს პროკურორი, რომელიც არის ისევ ივანიშვილის გუნდის წევრი, სერიოზული პრობლემა აქვს ლეგიტიმაციის და არ აქვს მანდატი, რომ ის რეფორმები გაატაროს პროკურატურაში, რომელიც ასე საჭიროა,’’ - განაცხადა ოთარ კახიძემ.

დღეს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში შალვა თადუმაძის კანდიდატურაზე იმსჯელეს.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1134
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია