საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
ენძელა მაჭავარიანი შალვა თადუმაძეს - მეტი გვითხარით, თქვენი პროფესიის შესახებ, რომ თქვენი დიპლომი მითქმა-მოთქმის საგანი არ იყოს
ავტორი:
2018/ივლისი/16 11:30:02
../photo/2015_02/0-00-1AAAAAAAIVL/machavariani.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/503747-endzela-matcavariani-shalva-thadumadzes-meti-gvithkharith-thqveni-profesiis-shesakheb-rom-thqveni-diplomi-mithqma-mothqmis-sagani-ar-iyos.html", "headline": "ენძელა მაჭავარიანი შალვა თადუმაძეს - მეტი გვითხარით, თქვენი პროფესიის შესახებ, რომ თქვენი დიპლომი მი...", "datePublished": "2018-07-16 07:49:00", "dateModified": "2018-07-16 07:49:00", "description": "პირადად მე ნებისმიერ თანამდებობაზე - მათ შორის პრემიერ-მინისტრადაც დაგიჭერდით მხარს, მაგრამ მინდა უფ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAAAAIVL/machavariani.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } პირადად მე ნებისმიერ თანამდებობაზე - მათ შორის პრემიერ-მინისტრადაც დაგიჭერდით მხარს, მაგრამ მინდა უფრო მეტი მითხრათ თქვენი პროფესიის შესახებ, რომ თქვენი დიპლომი მითქმა-მოთქმის საგანი არ იყოს, - ამ სიტყვებით “ქართული ოცნების“ დეპუტატმა ენძელა მაჭავარიანმა მთავარი პროკურორის თანამდებობაზე წარდგენილ შალვა თადუმაძეს მიმართა.

“როდესაც არჩილ კბილაშვილი მთავარ პროკურორად დაინიშნა, აღფრთოვანებული ვიყავი. მეგონა, რომ რაკი ის ადვოკატთა სექტორიდან მოვიდა, იქნებოდა რაღაც განსაკუთრებული - არ ვარ იურისტი და წარმოდგენა შემექმნა, რომ ეს ასე იქნებოდა. შემდეგ აღმოჩნდა, რომ რაღაცები ასე არ გამოვიდა. რასაკვირველია, არჩილ თალაკვაძის კვალიფიკაციაში ეჭვი არ მეპარება, მაგრამ პროფესიონალები საუბრობდნენ, რომ მას რომ ქმედითი ნაბიჯები გადაედგა, ამაში სწორედ ადვოკატობამ შეუშალა ხელი. მირჩევნია სამართალმა იაროს ნელა და მოიპოვოს თავისი სიმართლე, ვიდრე საქმე მივაფუჩეჩოთ. მთავარი პროკურატურის თანამდებობა განსაკუთრებულ განათლებას მოითხოვს. მხოლოდ ამ თანამდებობის ადამიანს უწერია, რომ სისხლის სამართლის იურისტი უნდა იყოს. პირადად მე ნებისმიერ თანამებობაზე - მათ შორის პრემიერ-მინისტრადაც უსიტყვოდ დაგიჭერდით მხარს, მაგრამ მინდა უფრო მეტი მითხრათ თქვენი პროფესიის შესახებ, რადგან თქვენი დიპლომი, იმ დროისთვის ამ უნივერსიტეტის დამთავრება, მითქმა-მოთქმის საგანი რომ არ იყოს, ეგებ ამაზე მეტად ისაუბროთ“, - მიმართა ენძელა მაჭავარიანმა შალვა თადუმაძეს.

როგორც თადუმაძემ დეპუტატის პასუხად განაცხადა, მასზე, როგორც იურისტზე, ყოველთვის იყო მოთხოვნა და არ არსებობდა არც ერთი დღე, როცა ის, როგორც იურისტი, დასაქმებული არ იყო.

“ადვოკატი ექვსი წლის წინ ვიყავი. ექვსი წელი მთავრობის საპარლამენტო მდივანი ვიყავი და ორი მოწვევის პარლამენტთან ვმუშაობდი. შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ვიყავი. ამდენად ის საფრთხე თუ როგორ შეიძლება ადვოკატი პროკურორი იყოს, არ ვფიქრობ, რომ ამ მიმართულებით რაიმე პრობლემაა - როგორც მთავარი პროკურორი საადვოკატო საქმიანობიდან არ მოვდივარ, არამედ მოვდივარ სახელმწიფო სამსახურიდან. არც ერთ შემთხვევაში არ ვაპირებდი ჩემს განათლებაზე და დიპლომზე საუბარს, რომ არა ქალბატონი ენძელას მიმართ ჩემი ღრმა პატივისცემა. მე, 1992-2000 წლებში ის უმაღლესი სასწავლებლები დავამთავრე, რომელიც ლეგალურად კანონმდებლობით საქართველოში არსებობდა და განათლების დამადასტურებელი ის დოკუმენტები მივიღე, რა დოკუმენტებსაც ეს უმაღლესი სასწავლებლები გასცემდა. არც ერთი წუთით არ ვნანობ, რადგან დიპლომი არის არამატერიალური აქტივი და იმის მიხედვით ფასდება, თუ რამდენად შესძლო განათლებამიღებილმა პირმა თავის რეალიზება. არც ერთი დღე მე უმუშევარი არ ვყოფილვარ. ჩემზე, როგორც იურისტზე ყოველთვის იყო მოთხოვნა. ამ ქვეყანაში ორი მილიარდელის ოჯახი ცხოვრობდა და ორივე მილიარდელის ოჯახს ამ დიპლომით ვემსახურებოდი. ამ ქვეყნაში, როგორც ადვოკატი, რამდენიმე ათეულ გენერალს ვემსახურებოდი. ამ დიპლომით შევძელი, რომ საკანონმდებლო ინიციატივებზე მემუშავა მთავრობის ნაწილში და ექვსი წლის განმავლობაში ყველა პოლიტიკურ გუნდს ჰქონდა შესაძლებლობა, მონაწილეობა მიეღო იმ საკანონმდებლო ინიციატივების განხილვაში, რომელსაც ან პირადად მე ვწერდი ან მე ვიღებდი მის დაწერაში მონაწილეობას. ამიტომ, არ მესმის, ჩემს განათლებასთან დაკავშირებით რატომ გაჩნდა კითხვები“, - განაცხადა თადუმაძემ ენძელა მაჭავარიანის პასუხად.

პარლამენტში წარდგენილი ბიოგრაფიული მონაცემების მიხედვით, შალვა თადუმაძე 1994 - 1998 წლებში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სამთო ინჟინრის პროფესიას დაეუფლა, ხოლო 1994 – 1999 წლებში, იურისტის განათლება თბილისის ჰუმანიტარულ ინსტიტუტში მიიღო.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 49
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2018 საავტორო უფლებები დაცულია