დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
დავით გაბაიძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ფორმირებასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს
ავტორი:
2018/ივლისი/15 01:30:03
../photo/2015_02/0-00-1AAAAAAAIVL/gabaidze_e8db3.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/503616-davith-gabaidze-atcaris-avtonomiuri-respublikis-mthavrobis-formirebasthan-dakavshirebith-komentars-akethebs.html", "headline": "დავით გაბაიძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ფორმირებასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს", "datePublished": "2018-07-14 20:35:36", "dateModified": "2018-07-14 20:35:36", "description": "აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე აჭარის მთავრობის ფორმირებას...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAAAAIVL/gabaidze_e8db3.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე აჭარის მთავრობის ფორმირებასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს.
დავით გაბაიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის გადაცემა - „მთავარი აჭარაში“ საქართველოს პრეზიდენტთან აჭარის უმაღლეს საბჭოში გამართულ კონსულტაციებსა და მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მიერ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე შერჩეულ ერთადერთ კანდიდატთან - თორნიკე რიჟვაძესთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრა.
„კანონმდებლობიდან გამომდინარე, საქართველოს პრეზიდენტმა კონსულტაციები გამართა აჭარის უმაღლეს საბჭოსში შემავალ ყველა პოლიტიკურ სუბიექტთან. ამ დროისათვის, ერთადერთი ნაბიჯი, რომელიც უნდა გადადგას პრეზიდენტმა, გახლავთ მისი გადაწყვეტილება კანდიდატის წარდგენასთან დაკავშირებით.
დღეს ბატონი გიორგი მარგველაშვილი შეხვდა თორნიკე რიჟვაძეს, და რამდენადაც ვიცი, მის მიმართ კითხვები არ ჰქონია. ამდენად, მოვლენების სხვაგვარად განვითარებას გამოვრიცხავ როგორც იურისტი და როგორც უმაღლესი საბჭოს წევრი, ვინაიდან კარგად ვიცი კანონის სულისკვეთება ამ თვალსაზრისით“, - განაცხადა გაბაიძემ.

მისივე განმარტებით, ცხადზე უცხადესია, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მეთაურის წარდგენასთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტმა უნდა იხელმძღვანელოს აჭარის მოსახლეობის მიერ გამოხატული ნების შესაბამისად.
„ამ შემთხვევაში, მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორი 2016 წლის არჩევნებია, რომლის შედეგებით, „ქართული ოცნება“ მყარი უმრავლესობით მოვიდა როგორც აჭარის, ასევე, მთელი ქვეყნის ხელისუფლებაში. ამას ითვალისწინებს კონსტიტუციაც, რომელიც არა მხოლოდ სამართლებრივი, არამედ პოლიტიკური დოკუმენტიცაა, რომელიც პრეზიდენტის მიერ უმაღლესი საბჭოსათვის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატის წარდგენას ითვალისწინებს. კონსტიტუციონალიზმში დამკვიდრებული აზრია, რომ მთავრობის ფორმირებას ახდენს გამარჯვებული პოლიტიკური ძალა, ჩვენს ქვეყანაში კი ასეთი ძალა „ქართული ოცნებაა“. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ პრეზიდენტი გაითვალისწინებს და პატივს სცემს ხალხის დემოკრატიულად გამოხატულ ნებას და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მეთაურის პოსტზე წარადგენს აჭარის უმაღლესი საბჭოს მიერ შეთავაზებულ კანდიდატს“, - განაცხადა გაბაიძემ.
მიისვე თქმით, პრეზიდენტი ამ პროცესებში მონაწილეობს როგორც ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენელი, რათა გამოირიცხოს პოლიტიკური ხასიათის რისკები.
„პროცესების ვადაში გაჭიანურებამ, როგორც ჩანს, ჩვენს პოლიტიკურ ოპონენტებს მადა გაუღვიძა და მათ დაიწყეს კანდიდატების დასახელება. ცენტრალური ხელისუფლების დონეზეც კი არავის მოუვა აზრად, რომ პრემიერ-მინისტრად ჰყავდეს ოპოზიციის წარმომადგენელი. პირადად ვერ გეტყვით რაზე ისაუბრეს საინიციატივო ჯგუფების წარმომადგენლებმა, მაგრამ ვიცი, რომ არსად, არც ერთ ქვეყანაში მთავრობას არ აყალიბებს ოპოზიცია.
ის, რომ პრეზიდენტი არ ჩქარობს კანდიდატის წარდგენას, ცუდია, მაგრამ პოლიტიკური კრიზისის ნიშნებს ვერ ვხედავ. კანონის არსი ამას არ გულისხმობს და როგორც პოლიტიკური თანამდებობის პირი, კატეგორიულად გამოვრიცხავ მოვლენების სხვაგვარად განვითარებას. იქამდე მივიდა საქმე, რომ საინიციატივო ჯგუფებმა კანდიდატების დასახელება დაიწყეს. ასე ხომ შეიძლება კიდევ რამდენიმე ჯგუფი გაჩნდეს. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ უმრავლესობის 14-ვე წევრი მხარს ვუჭერთ თორნიკე რიჟვაძის კანდიდატურას და ოპოზიციას, გაერთიანების შემთხვევაშიც კი, მხოლოდ 7 ხმა აქვს.
როგორც აღვნიშნე, მოვლენების სხვაგვარად განვითარებას გამოვრიცხავ და ვიმედოვნებ, რომ პრეზიდენტი სხვა კანდიდატურას არ დაასახელებს, პრეზიდენტი, კონსტიტუციიდან და მისი ფუნქციებიდან გამომდინარე, არ გააკეთებს ამას, უბრალოდ, მოვლენები დროში გაიწელა. ჩვენ ორკვირიანი ვადის ფონზე საკმაოდ სწრაფად შევთავაზეთ პრეზიდენტს თორნიკე რიჟვაძის კანდიდატურა, 14- ვე წევრმა ჩვენი არჩევანის შესახებ ტელეკამერების წინ განვაცხადეთ. ეს საკითხი ჩვენს პოლიტიკურ გუნდშია მოხარშული და ამ პროცესში, კონსტიტუციის თანახმად, პოლიტიკურ სუბიექტთა შორის უმრავლესობით მოსული ძალა გადამწყვეტ როლს ასრულებს, ჩვენს გუნდში კი სრული ერთიანობაა. 6-მდე კანდიდატზე იყო მსჯელობა, თუმცა, მათ შორის საუკეთესო თორნიკე რიჟვაძე აღმოჩნდა და უმრავლესობა ასევე ერთსულოვანი იქნება დამტკიცების დროსაც. ვიმეორებ, მოვლენების სხვაგვარად განვითარებას გამოვრიცხავ, არა იმიტომ რომ ეს ჩემი პოზიციაა, არამედ იმიტომ რომ ამას ითვალისწინებს კონსტიტუცია“, -განაცხადა გაბაიძემ.
მისივე განმარტებით, რაც შეეხება მინისტრების კანდიდატურებს, არ არის გამორიცხული გუნდი გადახალისდეს და ამაზე უკვე გაკეთდა განცხადება.
„მათი შერჩევა მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატის პრეროგატივაა და ამდენად, თავს შევიკავებ დაკონკრეტებისგან, თუმცა შეხვედრები ამ საკითხზე კიდევ გაგრძელდება. და ბოლოს, ხელისუფლებაში გამარჯვებული ძალა „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოა“ და მთავრობის ჩამოყალიბების უფლება და პასუხისმგებლობაც სწორედ მას გააჩნია“, -აღნიშნა გაბაიძემ.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 708
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია