დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ირაკლი კობახიძე თორნიკე რიჟვაძის კანდიდატურაზე - პრეზიდენტის მხრიდან დამატებითი დროის აღება, ასეთი ტიპის კომენტარების გაკეთება აბსოლუტურად გაუგებარია
ავტორი:
2018/ივლისი/15 01:30:03
../photo/2015_02/0-00-1AAADEC/kobaxidze_11672.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/503615-irakli-kobakhidze-thornike-rizhvadzis-kandidaturaze-prezidentis-mkhridan-damatebithi-drois-agheba-asethi-tipis-komentarebis-gaketheba-absoluturad-gaugebaria.html", "headline": "ირაკლი კობახიძე თორნიკე რიჟვაძის კანდიდატურაზე - პრეზიდენტის მხრიდან დამატებითი დროის აღება, ასეთი ტ...", "datePublished": "2018-07-14 21:26:55", "dateModified": "2018-07-14 21:26:55", "description": "პრეზიდენტი ვალდებულია, წარმოადგინოს ის კანდიდატი, რომელიც არჩევნებში მოსახლეობის ნებას გამოხატავს, -...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAADEC/kobaxidze_11672.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } პრეზიდენტი ვალდებულია, წარმოადგინოს ის კანდიდატი, რომელიც არჩევნებში მოსახლეობის ნებას გამოხატავს, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ გიორგი მარგველაშვილის იმ განცხადების საპასუხოდ, რომელიც პრეზიდენტმა თორნიკე რიჟვაძის კანდიდატურასთან დაკავშირებით გააკეთა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, 2016 წელს, აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა „ქართულმა ოცნებამ“. პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, მთავარი განმსაზღვრელია აჭარის მოსახლეობის დემოკრატიული ნება.

„გაჭიანურება არ ვიცი, მაგრამ მისი კომენტარები ჩემთვის იყო გაუგებარი. სიტუაცია არის მარტივი. ჩატარდა 2016 წელს უმაღლესი საბჭოს არჩევნები, სადაც დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა „ქართულმა ოცნებამ“. „ქართული ოცნება“ ორი მესამედით, ანუ მყარი უმრავლესობით არის წარმოდგენილი უმაღლეს საბჭოში და მთავარი განმსაზღვრელი არის, ბუნებრივია, მოსახლეობის ნება, აჭარის მოსახლეობის დემოკრატიული ნება. ასეთ პირობებში, მითუმეტეს, მაშინ, როდესაც მისაღებიც არის პერსონალურად, ასე ითქვა პრეზიდენტის მხრიდან, კონკრეტული კანდიდატი, ბატონი თორნიკე რიჟვაძე, ასეთ დროს დამატებითი დროის აღება, ასეთი ტიპის კომენტარების გაკეთება არის აბსოლუტურად გაუგებარი“,- აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისივე თქმით, პრეზიდენტი ვალდებულია, წარმოადგინოს ის კანდიდატი, რომელიც არჩევნებში მოსახლეობის ნებას გამოხატავს.

„ჩვენ გვქონდა საკმაოდ რთული პერიოდი, როდესაც პრეზიდენტს ვარწმუნებდით იმაში, თუ როგორ უნდა იყოს წაკითხული კონსტიტუციის ესა თუ ის ნორმები, მაგალითად, მთავრობის ნაწილში და ხუთი წელი დაგვჭირდა იმის ასახსნელად, რომ პრეზიდენტი ვალდებულია, წარმოადგინოს ის კანდიდატი, პრემიერ-მინისტრობის და მთავრობის ის შემადგენლობა, რომელიც გამოხატავს საპარლამენტო არჩევნებში მოსახლეობის ნებას. ეს არის მარტივი რამ, თუმცა, ხუთი წელი დასჭირდა ამ მარტივი ჭეშმარიტების აღსაქმელად პრეზიდენტს და ახლა გვიწევს, როგორც ჩანს, იმის სწავლებაც პრეზიდენტისთვის, რომ ანალოგიურად უნდა იმოქმედოს მან აჭარაში, როდესაც მას გასათვალისწინებელი აქვს, ბუნებრივია, უმაღლესი საბჭოს არჩევნების ნება. პრეზიდენტი უნდა იყოს პირველი, ვინც კითხულობს და სწორად კითხულობს კონსტიტუციას, თუმცა, ამ კუთხით, ჩვენ ვხედავთ პრობლემებს. არის მარტივი ვითარება, როდესაც პრეზიდენტს აქვს ვალდებულება, ვალდებულება ეს არის მოსახლეობის წინაშე ვალდებულება, იმ მოსახლეობის წინაშე, რომელმაც აჭარაში გამოუცხადა ნდობა „ქართულ ოცნებას“ . ეს არის მისი ვალდებულება საზოგადოების, მოსახლეობის წინაშე და მე დიდი იმედი მაქვს, რომ საბოლოოდ ის სწორად გააცნობიერებს კონსტიტუციას, სწორად წაიკითხავს კონსტიტუციას და იმოქმედებს ამ მოცემულობის შესაბამისად“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა განაცხადა, რომ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე თორნიკე რიჟვაძის კანდიდატურა მიუღებელი ნამდვილად არ არის.
„მიუღებელი თორნიკე რიჟვაძის კანდიდატურა ნამდვილად არ არის. რას გავაკეთებ, ეს ცოტა ხანში გამოჩნდება, მაგრამ კითხვაზე გპასუხობთ, რომ თორნიკე რიჟვაძის კანდიდატურა მიუღებელი ნამდვილად არ არის“, - განაცხადა მარგველაშვილმა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 592
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია