დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ზაზა გაბუნია - დავით ბაქრაძეს ან ნათქვამიდან აზრის გამოტანის პრობლემა აქვს ან თავს ისულელებს
ავტორი:
2018/ივლისი/14 22:30:01
../photo/2015_02/0-00-1AAADEC/gabuniazaza.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/503602-zaza-gabunia-davith-baqradzes-an-nathqvamidan-azris-gamotanis-problema-aqvs-an-thavs-isulelebs.html", "headline": " ზაზა გაბუნია - დავით ბაქრაძეს ან ნათქვამიდან აზრის გამოტანის პრობლემა აქვს ან თავს ისულელებს", "datePublished": "2018-07-14 18:40:24", "dateModified": "2018-07-14 18:40:24", "description": "რეგიონული პოლიტიკის და თვთმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნია დავით ბაქრაძის მიერ გაკეთე...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAADEC/gabuniazaza.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } რეგიონული პოლიტიკის და თვთმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნია დავით ბაქრაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება. "პარლამენტის ყოფილ სპიკერზე, დავით ბაქრაძე არასდროს მქონია მაღალი წარმოდგენა, მაგრამ ასეთ არასერიოზულობას თუ გამოავლენდა, ამას მაინც არ ველოდი. ჩემს დღევანდელ საპარლამენტო სიტყვაში მკაფიოდ ვთქვი, რომ მცირე მთავრობა ეს არის მცირე ანუ შესაძლებლობების მთავრობა. ის კი ადგა და თავის სიტყვაში თქვა, ვეთანხმები ზაზა გაბუნიასო, რადგან მან თქვა მცირე შესაძლებლობების მთავრობააო. და ეს მაშინ, როცა დღეს უმარტივესია გადაახვიო და ნახო სიმართლე და ის თუ რა თქვა ამა თუ იმ ადამიანმა პირდაპირ ეთერში საუბრისას. მაგრამ სიმართლის დამახინჯების და ტყუილების გავრცელების ოსტატები ვერ იშლიან ბოროტ ჩვევას ოპოზიციაში ყოფნის დროსაც“, - განაცხადა ზაზა გაბუნიამ.

შეგახსენებთ, რომ დღეს, რიგგარეშე სხდომაზე გამოსვლისას დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ მცირე შესაძლებლობების მთავრობას მხარს არ დაუჭერს.

„დავეთანხმებოდი ზაზა გაბუნიას, რომელმაც მთავრობის შესაფასებლად კარგი სიტყვა მოძებნა და ვიტყვი, რომ ნამდვილად ეს იქნება მცირე შესაძლებლობების მთავრობა. გეთანხმებით ბატონო ზაზა - მცირე შესაძლებლობების მთავრობას ჩვენ მხარს ვერ დავუჭერთ“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 556
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია