დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
რომან გოცირიძე - თეა წულუკიანი ამ პოსტზე არ უნდოდა არავის, არც უმრავლესობას, არც პარტიებს, არც პრემიერ-მინისტრს
ავტორი:
2018/ივლისი/14 22:00:02
../photo/2015_02/0-00-1AAIVL/gociridze.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/503600-roman-gociridze-thea-tsulukiani-am-postze-ar-undoda-aravis-arc-umravlesobas-arc-partiebs-arc-premier-ministrs.html", "headline": " რომან გოცირიძე - თეა წულუკიანი ამ პოსტზე არ უნდოდა არავის, არც უმრავლესობას, არც პარტიებს, არც პრემ...", "datePublished": "2018-07-14 17:58:23", "dateModified": "2018-07-14 17:58:23", "description": "თეა წულუკიანი ამ პოსტზე არ უნდოდა არავის, არ გინდოდათ არც თქვენ, უმრავლესობას, არ უნდოდა არასამთავრო...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAIVL/gociridze.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } თეა წულუკიანი ამ პოსტზე არ უნდოდა არავის, არ გინდოდათ არც თქვენ, უმრავლესობას, არ უნდოდა არასამთავრობო სექტორს, არ უნდოდა არც პრემიერ-მინისტრს, - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძემ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა, სადაც მთავრობის განახლებული შემადგენლობის დამტკიცების საკითხზე მსჯელობენ. როგორც დეპუტატმა აღნიშნა, მთავრობა საპროტესტო გამოსვლების გამო შეიცვალა, თუმცა არ შეცვლილა არც ერთი ძალოვანი მინისტრი, რისი მოთხოვნაც საპროტესტო აქციებზე იყო.

„პროტესტის მთავარი მოთხოვნა იყო, რომ საქართველოში დამთავრებულიყო ძალოვან სისტემაში უსამართლობა და ძალადობა. მთავრობის გადადგომის მთავარი მიზეზი სწორედ ეს იყო. უნდა წასულიყო ხელისუფლებიდან ძალოვანი მინისტრები, უნდა წასულიყო მთავარი პროკურორი და პირველ რიგში, უნდა წასულიყო ქალბატონი თეა წულუკიანი. იმიტომ რომ ქალბატონი თეა წულუკიანი ამ პოსტზე არ უნდოდა არავის, არ გინდოდათ არც თქვენ, უმრავლესობას, არ უნდოდა არასამთავრობო სექტორს, არ უნდოდა პოლიტიკურ პარტიებს, მისი რეიტინგი იყო ნული სხვადასხვა გამოკითხვებით. თეა წულუკიანი არ უნდა არც პრემიერ-მინისტრს. თქვენ გგონიათ, რომ თეა წულუკიანი დანიშნა პრემიერმა? დღეს თქვენი ლოგო - ვარსკვლავი გადახაზულია და დღეს თქვენი ლოგო არის ზურგზე დამღა, რომელსაც აწერია თეა წულუკიანი. ქალბატონო თეა, ახლა მე გეტყვით, რატომ მყავხართ პროგრამაში. ორი მიზეზის გამო: ერთი ის, რომ საზოგადოება მოითხოვდა თქვენს წასვლას და საზოგადოებას უნდა კიდევ ერთხელ გაიგოს, რომ თქვენ ვერც დიდხანს დარჩებით და მეორე მხრივ, მთავრობა სადაც თქვენ იმყოფებით, იქნება მუდამ გამხსენებელი იმისა, თუ როგორი უსამართლობა იყო ამ 6 წლის განმავლობაში პროკურატურაში და როგორი უსამართლობა იყო მთლიანად ამ სისტემაში“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის შეფასებით, თეა წულუკიანი შეუცვლელი იმის გამოა, რომ მას „შავი საქმეების“ კეთება შეუძლია.

„წულუკიანი შეუცვლელი იმიტომაა, ყოველთვის შეეძლო და შეუძლია „შავი საქმეების“ კეთება. ერთადერთი ამ ნიშნით დარჩა ის ხელისუფლებაში. პოლიტიკური თვალსაზრისით, ეს ოპოზიციისთვის საჩუქარია, მაგრამ ეს ცუდია ძალიან ხალხისთვის. ნათქვამია, ერთ კასრში, ერთი წვეთი ნავთობიც რომ ჩააგდო, მთელი წყალი ფუჭდება. სულ ფრთიანი ანგელოზები რომ იყოთ ათივე, აი ის ერთი წვეთი, რომელიც თქვენს გვერდით ზის, მთლიანად აფუჭებს თქვენს მთავრობას“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

დეპუტატმა ასევე იუსტიციის მინისტრის გუშინდელ განცხადებასაც უპასუხა, რომელიც მას ეხებოდა.

„გუშინ თქვენ, მთელი ეს შევარდნაძის პერიოდის, ბავშური, ე.წ. თინეიჯერული განცდები ჩემთან დააკავშირეთ. აბა ერთი კარგად შემომხედეთ, ქოჩორი მაქვს შევარდნაძესავით მაღალი, თუ თეთრი თმები?! ვგავარ შევარდნაძეს?“ - მიმართა გოცირიძემ წულუკიანს.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 546
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია