დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
დავით ბაქრაძე - მცირე შესაძლებლობების მთავრობას ჩვენ მხარს ვერ დავუჭერთ
ავტორი:
2018/ივლისი/14 21:30:02
../photo/2015_02/0-00-1NOEM-2016/baqradze_ce7f3.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/503599-davith-baqradze-mcire-shesadzleblobebis-mthavrobas-chven-mkhars-ver-davutcerth.html", "headline": " დავით ბაქრაძე - მცირე შესაძლებლობების მთავრობას ჩვენ მხარს ვერ დავუჭერთ", "datePublished": "2018-07-14 17:47:23", "dateModified": "2018-07-14 17:47:23", "description": "თუ სადმე იყო მძიმე მემკვიდრეობა და თუ რამე მიღწევა აქვს “ქართულ ოცნებას“ ეს ნამდვილად არის ციხეებში ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1NOEM-2016/baqradze_ce7f3.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } თუ სადმე იყო მძიმე მემკვიდრეობა და თუ რამე მიღწევა აქვს “ქართულ ოცნებას“ ეს ნამდვილად არის ციხეებში მდგომარეობის გაუმჯობესება და ადამიანი, ვინც ეს გააკეთა, მინისტრი აღარ არის, - აღნიშნული განცხადება უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გააკეთა, სადაც განახლებული შემადგენლობის მთავრობა ნდობის მისაღებად არის წარდგენილი.

“არ მინდა ის ზედმეტად ვაქო, რადგან ჩემი ქების გამო შეიძლება ის თანამდებობაც დაკარგოს, სადაც ახლა ნიშნავთ, მაგრამ მისი არ წარდგენა და წარდგენა იმ ადამიანის, ვისაც მთელი სამოქალაქო სექტორი უპირისპირდება, თქვენი მხრიდან საზოგადოებრივი აზრის უპატივცემულობას ასახავს. ეს ტვირთია თქვენთვის, როგორც ახალგაზრდა პრემიერ-მინისტრისათვის. და ბოლოს, დავეთანხმებოდი ზაზა გაბუნიას, რომელმაც მთავრობის შესაფასებლად კარგი სიტყვა მოძებნა და ვიტყვი, რომ ნამდვილად ეს იქნება მცირე შესაძლებლობების მთავრობა. გეთანხმებით ბატონო ზაზა - მცირე შესაძლებლობების მთავრობას ჩვენ მხარს ვერ დავუჭერთ“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ პარლამენტის სხდომაზე.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 679
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია