საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
დავით ზალკალიანი - საქართველოს ნატო-ს პოლიტიკურ დღის წესრიგში მოწინავე ადგილი უკავია
ავტორი:
2018/ივლისი/14 21:00:02
../photo/2015_02/0-01TEBER-2016/zalkaliani_6ea98.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/503594-davith-zalkaliani-saqarthvelos-nato-s-politikur-dghis-tsesrigshi-motsinave-adgili-ukavia.html", "headline": " დავით ზალკალიანი - საქართველოს ნატო-ს პოლიტიკურ დღის წესრიგში მოწინავე ადგილი უკავია", "datePublished": "2018-07-14 17:06:42", "dateModified": "2018-07-14 17:06:42", "description": "საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე წარდგენილი დავით ზალკალიანის შეფასებით, ნატო-ს ბრიუსელ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-01TEBER-2016/zalkaliani_6ea98.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე წარდგენილი დავით ზალკალიანის შეფასებით, ნატო-ს ბრიუსელის სამიტზე ყველა მოლოდინის მიმართულებით მნიშვნელოვანი შედეგი იქნა მიღწეული. ამის შესახებ ზალკალიანმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა, სადაც მთავრობის დამტკიცება მიმდინარეობს.
„ჩვენი მოლოდინები, ძალიან მკაფიოდ იყო გაცხადებული და ვფიქრობ, რომ შედეგი დადგა. პირველად საქართველო-ნატოს ურთიერთობების ისტორიაში სახელმწიფოს მეთაურთა დონეზე შედგა შეხვედრა საქართველოსთან და უკრაინასთან. მსგავსი პრეცედენტი ჩვენ არ გვქონია. შეხვედრის თემატიკა - თანამშრომლობა უსაფრთხოების და თავდაცვის სფეროში, მიუთითებს იმაზე, რომ ნატო საქართველოს აღიქვამს სწორედ რეგიონალური უსაფრთხოების კონტექსტში და ჩვენ ამ შეხვედრაზე საშუალება გვქონდა გვესაუბრა ნატო-ში ინტეგრაციის ყველა ძირითად მიმართულებაზე, ღია კარის პოლიტიკის ფარგლებში მიღწეული პროგრესის თვლასაზრისით, ასევე შავ ზღვაზე უსაფრთხოების თანამშრომლობის კუთხით და ასევე ოკუპირებულ ტერიტორიაზე შექმნილ სიტუაციაზე“,- განაცხადა მინისტრობის კანდიდატმა.

დავით ზალკალიანმა განსაკუთრებით ხაზი გაუსვა სამიტის ფარგლებში მიღებულ ნატო-საქართველოს დეკლარაციას, რაც მისი შეფასებით, უპერეცედენტოა, რადგან პირველად იქნა მიღებული ნატოს-საქართელოს კომისიის დეკლარაცია სახელმწიფოს მეთაურების დონეზე.

„დოკუმენტი არის ვრცელი, მოცულობითი, შინაარსიანი, დატვირთული ყველა ძირითადი მიმართულებით და ვფიქრობთ, რომ ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ საქართველო ნატო-ს პოლიტიკურ დღის წესრიგში საკმაოდ მოწინავე პოზიციებზეა“, - განაცხადა ზალკალიანმა.
მან ყურადღება გაამახვილა სამიტის კონკრეტულ შედეგებზე შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტში და ისაუბრა თანამშრომლობის იმ კონკრეტულ მიმართულებებზე, რაც დაისახა სამიტის ფარგლებში.

„დოკუმენტში საუბარია ისეთ კონკრეტულ მიმართულებებზე, როგორიც არის საზღვაო სარდლობებს შორის თანამშრომლობა და ლოჯისტიკურ სფეროში თანამშრომლობა, ასევე საქართველოს ჩართვა აბორდაჟის ოპერაციებში, ასვეე შავი საზღვაო ძალების წვრთნებში. საუბარია პორტებში ნატო-ს ხომალდების ვიზიტებზე, კონტრმობილობაზე, კიბერუსაფრთხოებაზე, შავი ზღვის საჰაერო და საზღვაო აკვატორიის მონიტორინგზე. ეს ყველაფერი ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ხელშესახები შედეგია. ღია კარის პოლიტიკის თვალსაზრისით კიდევ ერთხელ არის გამყარებული ბუქარესტის სამიტის განცხადება, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი. ასევე არის მინიშნება იმ კონკრეტულ პრაქტიკულ ინსტრუმენტებზე და კონკრეტულად არის ჩამოთვლილი საქართველო-ნატოს კომისია, ნატო-ს ერთობლივი პაკეტი და ყოველწლიური ეროვნული პროგრამა, რომელიც გაწევრიანების სამოქმედო გეგმასთან ერთად მნიშვნელოვანი ელემენტებია და ყველა თანხმდება, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს წევრი. სამწუხაროდ, არ არის გადაწყვეტილება ვადებთან დაკავშირებით თუ როდის მოხდება ეს, მაგრამ ფაქტია, რომ გაწევრიანების სამოქმედო გეგმა არის პოლიტიკური გადაწყვეტილების ნაწილი, რომელიც დაკავშირებული არის წევრობასთან“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 209
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია