დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ზვიად ძიძიგური - საპრეზიდენტო კანდიდატს „ქართული ოცნება“ დაასახელებს თავის დროზე და არც მარგველაშვილთანაა ანგარიში ჩასაბარებელი და არც რომელიმე ოპოზიციურ ძალასთან
ავტორი:
2018/ივლისი/14 20:00:02
../photo/2015_02/0-00-1AAIVNIS/dzidziguri.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/503588-zviad-dzidziguri-saprezidento-kandidats-qarthuli-ocneba-daasakhelebs-thavis-droze-da-arc-margvelashvilthanaa-angarishi-chasabarebeli-da-arc-romelime-opoziciur-dzalasthan.html", "headline": " ზვიად ძიძიგური - საპრეზიდენტო კანდიდატს „ქართული ოცნება“ დაასახელებს თავის დროზე და არც მარგველაშვი...", "datePublished": "2018-07-14 16:17:03", "dateModified": "2018-07-14 16:17:03", "description": "საპრეზიდენტო კანდიდატს „ქართული ოცნება“ დაასახელებს თავის დროზე და ახლა არც მარგველაშვილთანაა ანგარი...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAIVNIS/dzidziguri.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } საპრეზიდენტო კანდიდატს „ქართული ოცნება“ დაასახელებს თავის დროზე და ახლა არც მარგველაშვილთანაა ანგარიში ამ მიმართულებით ჩასაბარებელი და არც რომელიმე ოპოზიციურ ძალასთან, – განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ზვიად ძიძიგურმა.

ზვიად ძიძიგური ღიმილის მომგვრელს უწოდებს მარგველაშვილის განცხადებას იმის შესახებ, რომ „ქართულ ოცნებას" საპრეზიდენტო კანდიდატი არ ჰყავს.
„ეს არის ღიმილის მომგვრელი. უნდა ვთქვა, რომ კანდიდატს „ქართული ოცნება“ დაასახელებს მაშინ, როდესაც ამის პოლიტიკურ აუცილებლობას ჩათვლის საჭიროდ. არის ძალიან ბევრი ფაქტორი, რომელიც მმართველმა გუნდმა უნდა გაითვალისწინოს. კანდიდატი აგვისტოში დასახელდება“, - აცხადებს ძიძიგური.

მისი თქმით, კონსტიტუციაში პირდაპირი წესით პრეზიდენტის არჩევნების ერთჯერადად დატოვება მარგველაშვილის დაჟინებული მოთხოვნა იყო.
„მინდა ვთქვა, რომ კონსტიტუციაში როდესაც დავტოვეთ ერთჯერადად პირდაპირი წესით პრეზიდენტის არჩევნები, გავაკეთეთ იმიტომ რომ ეს იყო დაჟინებული მოთხოვნა გიორგი მარგველაშვილის, ოპოზიციური პარტიების და გვინდა ერთხელ კიდევ შევთავაზოთ. მაშინაც განვაცხადეთ, რომ გიორგი მარგველაშვილმა რომ იყაროს კენჭი ამ საპრეზიდენტო არჩევნებზე, ეს იქნება ძალიან კარგი და ყველანი ერთად დავინახავთ, თუ როგორი ტიპის მხარდაჭერა აქვს ბატონ პრეზიდენტს საქართველოს მოსახლეობის. ეს იქნებოდა, ჩემი აზრით, სრულიად ლოგიკური პასუხი პრეზიდენტ მარგველაშვილის იმ ნაბიჯზე,როდესაც ჩვენ პირდაპირი წესით არჩევნები დავტოვეთ კონსტიტუციაში“ , - აცხადებს ზვიად ძიძიგური, რომლის კომენტარსაც პარლამენტი ავრცელებს.

დღეს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ „პოლიტიკური კურიოზია, მმართველი ძალა საპრეზიდენტო კანდიდატს ვერ ასახელებს“.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 566
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია