დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
მამუკა ბახტაძე რომან გოცირიძეს - ჭარბვალიანობის პრობლემა დაიწყო თქვენი გადაწყვეტილებით, რომლითაც საპროცენტო განაკვეთის მაქსიმალური ზღვარი გააუქმეთ
ავტორი:
2018/ივლისი/14 18:00:02
../photo/2015_02/0-00-1AAAAAAAIVL/baxtadzemamukaa.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/503562-mamuka-bakhtadze-roman-gociridzes-tcarbvalianobis-problema-daitsyo-thqveni-gadatsyvetilebith-romlithac-saprocento-ganakvethis-maqsimaluri-zghvari-gaauqmeth.html", "headline": " მამუკა ბახტაძე რომან გოცირიძეს - ჭარბვალიანობის პრობლემა დაიწყო თქვენი გადაწყვეტილებით, რომლითაც სა...", "datePublished": "2018-07-14 14:06:43", "dateModified": "2018-07-14 14:06:43", "description": "ბატონო რომან, თქვენს კითხვაზე პასუხისას დეჟა ვუ მაქვს, რადგან სამი კვირის წინ ამ კითხვაზე გიპასუხეთ ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAAAAIVL/baxtadzemamukaa.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } ბატონო რომან, თქვენს კითხვაზე პასუხისას დეჟა ვუ მაქვს, რადგან სამი კვირის წინ ამ კითხვაზე გიპასუხეთ და მაშინაც გითხარით, რომ ჭარბვალიანობის პრობლემა არის კომპლექსური და მას აქვს რამდენიმე წყარო, - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, რომან გოცირიძეს.

„პირველად ჭარბვალიანობის პრობლემა დაიწყო თქვენი გადაწყვეტილებით, რომელიც გაჩვენეთ და მოგაწოდეთ - 2007 წელს სამოქალაქო კოდექსში შეტანილი ცვვლილებებით, რის შედეგადაც თქვენ საპროცენტო განაკვეთის ზღვარი გააუქმეთ. ამან გამოიწვია ის, რაც გამოიწვია. ჩვენ მივიღეთ უკონტროლო გარემო 100, 200 და 300%-იანი სესხებით. იმ 630 ათას ადამიანში თქვენ თვითონ ნახეთ, რამდენია ადამიანი, რომელიც დაზარალდა ამ რეგულაციის გამო. რა თქმა უნდა, იყო სხვა მიზეზებიც და ჩვენ ეს უნდა გაგვეკეთებინა ადრე. სამწუხაროდ, ეს ასე არ მოხდა. მათ შორის არსებობდა გარკვეული სუბიექტური მიზეზებიც, რომელიც უკავშირდება იმას, რომ ეროვნულ ბანკში ხელმძღვანელობის შეცვლამდე ეს გაჭირდა, მაგრამ რა თქმა უნდა, “ქართული ოცნების” მთავრობას მართებდა ამ პრობლემის გადაჭრა გაცილებით ადრე. მაგრამ ეს გავაკეთეთ და ჭარბვალიანობის სისტემური რისკი საქართველოში მოიხსნება, ის ეტაპობრივად შემცირდება და საბოლოო ჯამში აღარ იქნება ჩვენი ეკონომიკისთვის ერთ-ერთი მთავარი სისტემური რისკი და ეს არ გახლავთ მხოლოდ ჩემი შეფასება“, - განაცხადა ბახტაძემ.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 548
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია