დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ქეთევან ციხელაშვილი „ხიშბა-სიგუას სიაზე“- აფხაზური მედიასაშუალების მიერ გამოქვეყნებული სიის განხილვასა და შინაარსის შეფასებაში ვერ შევალთ
ავტორი:
2018/ივლისი/14 15:30:02
../photo/2015_02/0-00-1AAAAAAAIVL/cixelashvili_e5265.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/503545-qethevan-cikhelashvili-khishba-siguas-siaze-afkhazuri-mediasashualebis-mier-gamoqveynebuli-siis-gankhilvasa-da-shinaarsis-shefasebashi-ver-shevalth.html", "headline": " ქეთევან ციხელაშვილი „ხიშბა-სიგუას სიაზე“- აფხაზური მედიასაშუალების მიერ გამოქვეყნებული სიის განხილვ...", "datePublished": "2018-07-14 11:39:39", "dateModified": "2018-07-14 11:39:39", "description": "ერთ–ერთი აფხაზური მედიასაშუალების მიერ გამოქვეყნებული სიის განხილვასა და შინაარსის შეფასებაში ვერ შე...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAAAAIVL/cixelashvili_e5265.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } ერთ–ერთი აფხაზური მედიასაშუალების მიერ გამოქვეყნებული სიის განხილვასა და შინაარსის შეფასებაში ვერ შევალთ, - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა ე.წ.ხიშბა-სიგუას სიაზე საუბრისას განაცხადა.

„გარკვეულ ორგანიზაციებს და ჯგუფებს, შესაძლოა, ჰქონდეთ სხვადასხვა რეაქცია ე.წ. ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაზე, შესაბამისად, ერთ–ერთი აფხაზური მედიასაშუალების მიერ გამოქვეყნებული ამ სიის განხილვასა და შინაარსის შეფასებაში ვერ შევალთ. რაც არის მნიშვნელოვანი, გახლავთ ის, რომ „ოთხოზორია–ტატუნაშვილის“ სია, რომელიც მომზადდა პარლამენტის შესაბამისი რეზოლუციის მიხედვით, არის ბრალდებულთა და მსჯვარდებულთა სია, იმ პირებისა, რომელთა მიმართ არსებობს კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეები, რომელთაც სამწუხაროდ და საუბედუროდ, ჩაიდინეს ძალიან მძიმე დანაშაულებები ადამიანის სიცოცხლის და უფლების წინააღმდეგ. ამ სიის ამოცანა გახლავთ ის, რომ ხელი შეეწყოს სამართლის აღსრულებას საერთაშორისო სანქციების და წესების გზით და რაც მთავარია, ხელი შეეწყოს პრევენციას მსგავსი დანაშაულებების. მე სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონებში კრიმინალის პრევენცია არის საზოგადოების ინტერესში, რადგან კრიმინალს არ გააჩნია ეთნიკურობა, ეს არის მთავარი ამოცანა და მეტსაც ვიტყვი, ცხადია, დავას არ იწვევს, რომ მკვლელი უნდა იყოს დასჯილი. მგონია, რომ მომავალში ყველა ფორმატი უნდა გამოვიყენოთ და საერთაშორისო ძალისხმევა მივმართოთ დანაშაულის და კრიმინალის აღკეთასა და პრევენციაზე“, –განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

ოკუპირებული აფხაზეთის „ომის ვეტერანთა ორგანიზაციამ“ ე.წ. ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაზე საპასუხოდ დე ფაქტო პარლამენტს „ხიშბა-სიგუას სიის“ მიღება შესთავაზა. სიაში 26 ადამიანი მოხვდა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 554
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია