დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გიორგი მარგველაშვილი ემანუელ მაკრონს საფრანგეთის ეროვნულ დღესასწაულს - ბასტილიის აღების დღეს ულოცავს
ავტორი:
2018/ივლისი/14 15:00:02
../photo/2015_02/0-00-1AAAAAAAIVL/margvelashvilimakroni.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/503540-giorgi-margvelashvili-emanuel-makrons-safrangethis-erovnul-dghesastsauls-bastiliis-aghebis-dghes-ulocavs.html", "headline": " გიორგი მარგველაშვილი ემანუელ მაკრონს საფრანგეთის ეროვნულ დღესასწაულს - ბასტილიის აღების დღეს ულოცავ...", "datePublished": "2018-07-14 11:02:07", "dateModified": "2018-07-14 11:02:07", "description": "საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს საფრანგეთის რესპუ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAAAAIVL/margvelashvilimakroni.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს საფრანგეთის რესპუბლიკის ეროვნულ დღესასწაულს - ბასტილიის აღების დღეს ულოცავს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს.

,,ამ ღირსშესანიშნავ თარიღთან ასოცირდება საფრანგეთის დემოკრატიული აღმშენებლობა, რომელმაც განსაკუთრებული როლი შეასრულა ევროპული ცივილიზაციის განვითარებაში.
მოხარული ვარ, რომ თანამედროვე, სირთულეებითა და გამოწვევებით სავსე მსოფლიოში საფრანგეთი კვლავ წარმოადგენს დემოკრატიის ერთ-ერთ სიმბოლოსა და საყრდენს.
ქართველი და ფრანგი ხალხი დამსახურებულად ამაყობს ჩვენს ქვეყნებს შორის საუკუნეების მანძილზე განმტკიცებული ღრმა ისტორიული და კულტურული კავშირებით.
საფრანგეთი საქართველოსთვის განსაკუთრებული სტრატეგიული პარტნიორია. საერთაშორისო მისიებში აქტიური ჩართულობით ჩვენი მეომრები ერთმანეთის მხარდამხარ დაუღალავად იბრძვიან და მტკიცედ იცავენ საერთო უსაფრთხოებას.
თანამედროვე საფრანგეთი განსაკუთრებულ როლს ასრულებს საერთაშორისო ასპარეზზე. მტკიცედ მწამს, რომ თქვენი ხელმძღვანელობით, საფრანგეთი მიაღწევს არაერთ შთამბეჭდავ წარმატებას ჩვენი საერთო ევროპული უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისათვის.
თქვენო აღმატებულებავ, მსურს დაგიდასტუროთ ჩემი ღრმა პატივისცემა და გისურვოთ წარმატებები თქვენს საქმიანობაში, ხოლო მეგობარ ფრანგ ხალხს მშვიდობა და კეთილდღეობა“, - აღნიშნულია საქართველოს პრეზიდენტის მისალოც წერილში.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 760
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია