დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
რომან გოცირიძე - ქვეყანაში პრობლემა ჭარბვალიანობა კი არ არის, არამედ არის ვალგადაუხდელობის პრობლემა
ავტორი:
2018/ივლისი/14 14:30:02
../photo/2015_02/0-00-1AAAAAAMAI/gociridze_e1bd5.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/503536-roman-gociridze-qveyanashi-problema-tcarbvalianoba-ki-ar-aris-aramed-aris-valgadaukhdelobis-problema.html", "headline": "რომან გოცირიძე - ქვეყანაში პრობლემა ჭარბვალიანობა კი არ არის, არამედ არის ვალგადაუხდელობის პრობლემა", "datePublished": "2018-07-14 10:46:50", "dateModified": "2018-07-14 10:46:50", "description": "ქვეყანაში პრობლემა ჭარბვალიანობა კი არ არის, არამედ არის ვალგადაუხდელობის პრობლემა და ეს პრობლემა თქ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAAAMAI/gociridze_e1bd5.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } ქვეყანაში პრობლემა ჭარბვალიანობა კი არ არის, არამედ არის ვალგადაუხდელობის პრობლემა და ეს პრობლემა თქვენს ხელისუფლებას მოკითხეთ, - აღნიშნული განცხადებით პარლამენტის სხდომაზე, ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ პრემიერ მამუკა ბახტაძემ მიმართა.

“ბატონო მამუკა, ძალიან ხშირად ახსენებთ ჭარბვალიანობას და საუბრობთ გარკვეული მუქარით. თითქოს, ჭარბვალიანიობა თქვენ მემკვიდრეობით დაგრჩათ და გაუგებარია, ვისგანაა ეს მემკვიდრეობა - ეს ოპოზიციაა?! საიდან გაჩნდა ჭარბი ვალი? საქართველოში 2003 წელს გაცემული იყო 8.8-მილიარდი ლარის ოდენობის სესხი. ახლა არის - 23 მილიარდი. კომერციული ბანკების სასესხო პორტფელი გაიზარდა. დაახლოებით ამ მასშტაბით არის შეფარდება ფიზიკური პირების სესხებზე. კარგია, რომ საბანკო სისტემა ვითარდება და თქვენ ამას აღიქვამთ, როგორც ჭარბი ვალის წარმოქმნას. ქვეყანაში პრობლემა ჭარბვალიანობა კი არ არის, არამედ არის ვალგადაუხდელობის პრობლემა. ხალმა აიღო ვალი, ფული ისესხა, პატიოსნად იხდიდა და “ქართული ოცნების“ არასწორმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ ლარი გააუფასურა, თქვენმა არასწორმა საფინანსო პოლიტიკამ ფასების ზრდა გამოიწვია და ადამიანებს არ დარჩათ ფული სესხის გასასტუმრებლად. პრობლემა არის სესხგაუსტუმრებლობა და არა სესხის ზრდა - სესხი უნდა იზრდებოდეს, ოღონდ ადამიანს გადახდისუნარიანი შემოსავლი უნდა ჰქონდეს. თქვენ ამას ისეთი ხმით ამბობთ, რომ ვიღაც არის დამნაშავე, ებრძვით გიორგი კვირიკაშვილის და დიმიტრი ქუმსიშვილს, სიღარიბესაც მარტო მათ აბრალებთ და გავიწყდებათ, რომ მანამდე ივანიშვილი და ღარიბაშვილი იყო პრემიერ-მინისტრი. ჭარბვალიანობა თქვენ ხელისუფლებას მოკითხეთ!“, - მიმართა ბახტაძეს რომან გოცირიძემ.

პარლამენტი, რიგგარეშე სხდომის ფორმატში, სტრუქტურულად და პერსონალურად განახლებულ მთავრობის შემადგენლობას და სამთავრობო პროგრამას იხილავს, რომელიც მამუკა ბახტაძემ წარადგინა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 539
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია