დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
მამუკა ბახტაძე - მზად ვარ ვითანამშრომლო ყველა საზოგადოებრივ, თუ პოლიტიკურ ჯგუფთან, ვისაც ექნება კონსტრუქციული ხედვები
ავტორი:
2018/ივლისი/14 14:00:02
../photo/2015_02/0-00-1AAADEC/baxtadzemamukaaaa2-2.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/503530-mamuka-bakhtadze-mzad-var-vithanamshromlo-yvela-sazogadoebriv-thu-politikur-jgufthan-visac-eqneba-konstruqciuli-khedvebi.html", "headline": "მამუკა ბახტაძე - მზად ვარ ვითანამშრომლო ყველა საზოგადოებრივ, თუ პოლიტიკურ ჯგუფთან, ვისაც ექნება კონს...", "datePublished": "2018-07-14 09:59:31", "dateModified": "2018-07-14 09:59:31", "description": "საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი მამუკა ბახტაძე მზადყოფნას გამოთქვამს, ითანამშრომლოს ყველა ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAADEC/baxtadzemamukaaaa2-2.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი მამუკა ბახტაძე მზადყოფნას გამოთქვამს, ითანამშრომლოს ყველა საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ჯგუფთან, ვისაც კონსტრუქციული ხედვები ექნება.

როგორც ბახტაძემ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, საქართველოს ზეპარტიული ამოცანები აქვს და მათი შესრულება ყველას მიზანი უნდა იყოს.

“ჩვენ დღეს საქართველოში ზეპარტიული ამოცანები გვაქვს, ეს არის ქვეყნის გამთლიანება, ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია, სიღარიბის დაძლევა და განათლების სექტორის ძირეული რეფორმა. მე, ისევე, როგორც ჩემი გუნდი, მზად ვარ ვითანამშრომლო ყველა საზოგადოებრივ, თუ პოლიტიკურ ჯგუფთან, ვისაც ექნება კონსტრუქციული ხედვები, ვისაც ექნება იდეები, თუ როგორ მოვახერხოთ ჩვენ, როგორც ქვეყანამ, ამ ზეპარტიული ამოცანების გადაწყვეტა ჩვენი ქვეყნისა და ერისთვის. მე დარწმუნებული ვარ, ჩვენ აუცილებლად შევქმნით თანამედროვე, ევროპულ სახელმწიფოს და ამით შექვმნით ჩვენ აფხაზ და ოს თანამოქალაქეებთან ერთად მშვიდობიანი თანაცხოვრების შესაძლებლობას“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 571
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია