დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გიორგი თარგამაძე შშმ პირების უფლებებზე მომუშავე არასამთავრობოების წარმომადგენლებს შეხვდა
ავტორი:
2013/ოქტომბერი/23 18:30:03
"ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" პრეზიდენტობის კანდიდატი გიორგი თარგამაძე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" ქდმ-დან აცნობეს, შეხვედრა ცენტრ "ანიკას" ოფისში გაიმართა, სადაც ცენტრის აღსაზრდელებთან ერთად მშობლები და სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ.
გიორგი თარგამაძის განცხადებით, ამ ორგანიზაციებთან "ქრისტიან-დემოკრატებს" მრავალწლიანი თანამშრომლობა აკავშირებთ.
"წლების განმავლობაში "ქრისტიან-დემოკრატები" ვიყავით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების ლობისტები. არ ყოფილა შემთხვევა, რომ ამ ადამიანებს ჩვენთვის მოემართოთ და რეაგირების გარეშე დაგვეტოვებინოს მათი პრობლემები. არის ძალიან ბევრი საკითხი, რომელსაც ლობირება სწორედ საპრეზიდენტო დონეზე სჭირდება. პირველ რიგში ეს არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების უფლებებთან დაკავშირებული გაერო-ს კონვენციის რატიფიცირების საკითხი, რომელიც ვერა და ვერ განხორციელდა. ასევე სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებული პრობლემები, საპენსიო საკითხი. განსაკუთრებით მტკივნეულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების პენსიის პირველი ჯგუფის ინვალიდების პენსიასთან გათანაბრების საკითხი. ჯანდაცვის კუთხით აუცილებელია, არსებობდეს ამ ადამიანებზე მორგებული პოლისები", - განაცხადა თარგამაძემ.
მისი თქმით, შესაძლოა, პრეზიდენტს ამ საკითხებთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების ბერკეტი არ ჰქონდეს, თუმცა მის საჯარო პოლიტიკას დიდი მნიშვნელობა ექნება.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1222
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია