დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
დღეს პარლამენტი სტრუქტურულად და პერსონალურად განახლებულ მთავრობის შემადგენლობას დაამტკიცებს
ავტორი:
2018/ივლისი/14 10:00:02
../photo/2015_02/0-00-1NOEM-2016/parlamenti-axaliii-17.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/503492-dghes-parlamenti-struqturulad-da-personalurad-ganakhlebul-mthavrobis-shemadgenlobas-daamtkicebs.html", "headline": "დღეს პარლამენტი სტრუქტურულად და პერსონალურად განახლებულ მთავრობის შემადგენლობას დაამტკიცებს", "datePublished": "2018-07-14 05:55:35", "dateModified": "2018-07-14 05:55:35", "description": "სტრუქტურულად და პერსონალურად განახლებული მთავრობის შემადგენლობა და სამთავრობო პროგრამა - “თავისუფლებ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1NOEM-2016/parlamenti-axaliii-17.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } სტრუქტურულად და პერსონალურად განახლებული მთავრობის შემადგენლობა და სამთავრობო პროგრამა - “თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა“ დღეს, პარლამენტს ნდობის მისაღებად წარედგინება.

პარლამენტის რიგგარეშე პლენარულ სხდომა 12:00 საათზე დაიწყება, სადაც პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე გუნდთან ერთად წარდგება. ბახტაძე პარლამენტს სამთავრობო პროგრამას გააცნობს, რის შემდეგაც გაიმართება კითხვა-პასუხი და სიტყვით გამოსვლები კომიტეტების, ფრაქციების, უმრავლესობისა და უმცირესობის ფარგლებში. ამის შემდეგ კენჭისყრაზე მთავრობისა და სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი დადგება.

მთავრობის ახალ სტრუქტურაში 10 მინისტრი და ერთი - სახელმწიფო მინისტრია.

მინისტრთა-კაბინეტი ნდობისთვის შემდეგი შემადგენლობით არის წარდგენილი:

პრემიერ-მინისტრი - მამუკა ბახტაძე;

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი – გიორგი ქობულია;

საგარეო საქმეთა მინისტრი – დავით ზალკალიანი;

შინაგან საქმეთა მინისტრი – გიორგი გახარია;

ფინანსთა მინისტრი – ივანე მაჭავარიანი;

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი – მიხეილ ბატიაშვილი;

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი – დავით სერგეენკო;

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი – ლევან დავითაშვილი;

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი – მაია ცქიტიშვილი;

თავდაცვის მინისტრი – ლევან იზორია;

იუსტიციის მინისტრი – თეა წულუკიანი;

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი – ქეთევან ციხელაშვილი.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 687
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია