დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
მთავარი პროკურორის პოსტზე წარდგენილი შალვა თადუმაძის მოსმენა იურიდიულ კომიტეტში და პარლამენტის პოლიტიკურ ჯგუფებში, შესაძლოა, 15 ივლისს გაიმართოს
ავტორი:
2018/ივლისი/14 00:00:02
../photo/2015_02/0-00-1AAANOEM/tadumadze.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/503460-mthavari-prokuroris-postze-tsardgenili-shalva-thadumadzis-mosmena-iuridiul-komitetshi-da-parlamentis-politikur-jgufebshi-shesadzloa-15-ivliss-gaimarthos.html", "headline": "მთავარი პროკურორის პოსტზე წარდგენილი შალვა თადუმაძის მოსმენა იურიდიულ კომიტეტში და პარლამენტის პოლიტ...", "datePublished": "2018-07-13 20:01:30", "dateModified": "2018-07-13 20:01:30", "description": "მთავარი პროკურორის პოსტზე წარდგენილი შალვა თადუმაძის მოსმენა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAANOEM/tadumadze.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } მთავარი პროკურორის პოსტზე წარდგენილი შალვა თადუმაძის მოსმენა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში და ასევე, პარლამენტის პოლიტიკურ ჯგუფებში, შესაძლოა 15 ივლისს გაიმართოს, მისი დამტკიცება კი, 16 ივლისს - რიგგარეშე სხდომაზე მოხდეს. ასეთია გრაფიკი, რომელიც მთავარი პროკურორის არჩევასთან დაკავშირებით მმართველ გუნდში შეთანხმდა.

ამასთან, ბიუროს სხდომაზე ოპოზიციონერმა დეპუტატმა ოთარ კახიძემ “ქართული ოცნების“ წარმომადგელებს შესთავზა, რომ თადუმაძის მოსმენა კომიტეტსა და პოლიტიკურ ჯგუფებში 18 ივლისს გაიმართოს და 19 ივლისს პარლამენტის პლენარული სხდომა ჩატარდეს. კახიძის წინადადებაზე პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ გუნდში დამატებით იმსჯლებენ.

აღსანიშნავია, რომ პარლამენტის რეგლამენტი მთავარი პროკურორის არჩევის პროცესში პოლიტიკურ ჯგუფებში მოსმენის გამართვას საერთოდ არ ითვალისწინებს, თუმცა როგორც ბიუროს სხდომაზე ითქვა, ეს კარგი იქნება მაღალი პოლიტიკური სტანდარტის დამკვიდრების მიზნით.

პარლამენტი მთავარ პროკურორს 6 წლის ვადით, ფარული კენჭისყრით, სრული შემადგენლობის უმრავლესობით, პარლამენტისთვის კანდიდატურის წარდგენიდან 3 კვირის ვადაში ირჩევს. რეგლამენტის თანახმად, მთავარი პროკურორობის კანდიდატს პლენარულ სხდომაზე არჩევამდე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უნდა მოუსმინოს.

თადუმაძესთან შეხვედრისა და მისი მოსმენის სურვილი უმცირესობას, უმცირესობის ფორმტში აქვს.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 568
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია