დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
მამუკა ბახტაძე - ჩვენ სოფლის მეურნეობა კი არ გვაქვს, სამწუხაროდ, ჩვენ გვაქვს ნატურალური მეურნეობა, სადაც არანაირი საბაზრო ეკონომიკის პრინციპი არ მუშაობს
ავტორი:
2018/ივლისი/13 22:30:02
../photo/2015_02/0-00-1AAAAAAMAI/baxtadze_405b1.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/503448-mamuka-bakhtadze-chven-soflis-meurneoba-ki-ar-gvaqvs-samtsukharod-chven-gvaqvs-naturaluri-meurneoba-sadac-aranairi-sabazro-ekonomikis-principi-ar-mushaobs.html", "headline": "მამუკა ბახტაძე - ჩვენ სოფლის მეურნეობა კი არ გვაქვს, სამწუხაროდ, ჩვენ გვაქვს ნატურალური მეურნეობა, ს...", "datePublished": "2018-07-13 18:38:41", "dateModified": "2018-07-13 18:38:41", "description": "ჩვენ სოფლის მეურნეობა კი არ გვაქვს, სამწუხაროდ, ჩვენ გვაქვს ნატურალური მეურნეობა, სადაც არანაირი სა...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAAAMAI/baxtadze_405b1.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } ჩვენ სოფლის მეურნეობა კი არ გვაქვს, სამწუხაროდ, ჩვენ გვაქვს ნატურალური მეურნეობა, სადაც არანაირი საბაზრო ეკონომიკის პრინციპი არ მუშაობს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ საპარლამენტო უმცირესობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, სოფლის მეურნეობაში დასაქმებულია ყველაზე მეტი ადამიანი, ხოლო პროპორციულად, სოფლის მეურნეობის წილი ეკონომიკაში ძალიან მცირეა, რაც არის სიღარიბის წყარო.

“რა თქმა უნდა, 43%-იანი დასაქმება სოფლის მეურნეობაში იმ პირობებში, როდესაც ეს სინამდვილეში ნატურალური მეურნეობაა, წარმოუდგენელია. ჩვენ სოფლის მეურნეობა კი არ გვაქვს (რომ გვქონდეს, უფრო მარტივად იქნებოდა საქმე), სამწუხაროდ, ჩვენ გვაქვს ნატურალური მეურნეობა, სადაც არანაირი საბაზრო ეკონომიკის პრინციპი არ მუშაობს. იმ სექტორში, რასაც ჩვენ სოფლის მეურნეობას ვეძახით, დასაქმებულია ხალხი, რომელსაც მოჰყავს მოსავალი იმისთვის, რომ თვითონ მიიღოს მოსავალი. ეს არ არის სოფლის მეურნეობა, ეს არის ნატურალური მეურნეობა. შესაბამისად, ეს დარგი გადასაყვანია სოფლის მეურნეობაზე. რატომ არის ლევან დავითაშვილი წარმოდგენილი ჩემს კაბინეტში, სწორედ იმიტომ, რომ ლევანმა ძალიან ბევრი ნაბიჯი გადადგა, რათა სოფლის მეურნეობა შეეტანა ამ ძალიან მძიმე დარგში. ჩვენ გვაქვს საექსპორტო ზრდა 30%-ით, მაგრამ რომ გვქონოდა მეტი მხარდაჭერა, მეტი გაკეთდებოდა. აქედან გამომდინარე, ახლა გაკეთდება ძალიან მეტი. სოფლის მეურნეობას და არა ნატურალურ მეურნეობას საქართველოში აქვს პერსპექტივა. 43% კი, რა თქმა უნდა, არის ძალიან დიდი პროპორცია, შესაბამისად, ამას უნდა დავაწიოთ სხვა რეფორმები”, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 575
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია