დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ქეთევან ციხელაშვილი მარია ზახაროვას განცხადებაზე - ამ მიდგომებში ახალი არაფერი არ არის
ავტორი:
2018/ივლისი/13 10:00:02
../photo/2015_02/0-00-1AAAAATEB/cixelashvili.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/503243-qethevan-cikhelashvili-maria-zakharovas-ganckhadebaze-am-midgomebshi-akhali-araferi-ar-aris.html", "headline": "ქეთევან ციხელაშვილი მარია ზახაროვას განცხადებაზე - ამ მიდგომებში ახალი არაფერი არ არის", "datePublished": "2018-07-13 06:13:11", "dateModified": "2018-07-13 06:13:11", "description": "ამ მიდგომებში ახალი არაფერი არ არის, - ასე გამოეხმაურა შერიგების და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAATEB/cixelashvili.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } ამ მიდგომებში ახალი არაფერი არ არის, - ასე გამოეხმაურა შერიგების და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატი, ქეთევან ციხელაშვილი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის, მარია ზახაროვას განცხადებას ნატო-ში საქართველოს შესაძლო გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, საქართველო ბოლო წლების განმავლობაში ამტკიცებს, რომ არც განვითარების კურსი და არც რომელიმე მიმართულებით პოლიტიკა არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული.

„ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია არის მხოლოდ იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანას ჰქონდეს შეუფერხებელი განვითარების შესაძლებლობა, უსაფრთხო გარემო, დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობის შესაძლებლობა და ეკონომიკურო კეთილდღეობა", - განაცხადა ციხელაშვილმა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას თავისი შედეგები მოჰყვება.

„ალიანსში იმ ქვეყნების გაწევრიანებამ, რომლებიც ნატოს წევრები არ არიან, შეუძლებელია ზემოქმედება არ მოახდინოს ევროპის კონტინენტის უსაფრთხოების მთლიან სურათზე და ვითარებაზე და რა თქმა უნდა, ექნება თავისი შედეგები. ეს არ ეხება მხოლოდ საქართველოს“, - აღნიშნა ზახაროვამ.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 480
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია