დაისვენე კურორტ ახალდაბაში
"საერთაშორისო გამჭვირვალობა" პარტიების შემოწირულობების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს
ავტორი:
2013/ოქტომბერი/23 16:00:03
"საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო" 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომი პერიოდიდან 2013 წლის სექტემბრის ჩათვლით პარტიების მიერ მიღებული შემოწირულობების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს.
ორგანიზაციის ცნობით, 2012 წლის ოქტომბრიდან 2013 წლის სექტემბრის ჩათვლით "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" შემოწირულებები ძალიან მცირე იყო და მხოლოდ 16 800 ლარს შეადგენდა, რაც წინა წელთან შედარებით დაახლოებით 99.85%-იანი კლებაა.
"საერთაშორისო გამჭვირვალობის" ცნობით, საპარლამენტო არჩევნებამდე, 2012 წელს "ნაციონალური მოძრაობის" შემოწირულობები 11 მილიონ ლარზე მეტი იყო, რაც კოალიცია "ქართული ოცნებისთვის" იმავე წელს შეწირული თანხების საერთო რაოდენობას (3 358 702 ლარი) დაახლოებით 3,5-ჯერ აღემატებოდა.
2012 წლის არჩევნების შემდეგ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" შემოწირული თანხების რაოდენობით მხოლოდ მე-9 ადგილზე დგას (16 800 ლარი), ხოლო პირველი სამი ადგილი კოალიცია "ქართულ ოცნებაში" შემავალ პარტიებს (5 349 437 ლარი) "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიან საქართველოსა" (556 178 ლარი) და "ქრისტიან-დემოკრატიულ მოძრაობას" (553 956 ლარი) უკავიათ.
"საერთაშორისო გამჭვირვალობის" ინფორმაციით, "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" შემოწირულებებმა 2013 წლის სექტემბერში პიკს მიაღწია და 513 335 ლარი შეადგინა, რაც დაახლოებით 12-ჯერ აღემატება 2012 წლის ოქტომბრამდე პარტიის სასარგებლოდ განხორციელებული მთლიანი შემოწირულობების ჯამს.
"ეს სხვაობა სავარაუდოდ იმით აიხსნება, რომ ეს პარტია საპარლამენტო არჩევნებში არ მონაწილეობდა", - აცხადებენ ორგანიზაციაში.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1198
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია