დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ნინო გოგუაძე - ნატოს სამიტმა საქართველო-ნატოს თანამშრომლობაში ახალი საკითხები და ფორმატი უნდა გააჩინოს
ავტორი:
2018/ივლისი/12 16:00:02
../photo/2015_02/0-00-1AAANOEM/goguadzenino.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/503134-nino-goguadze-natos-samitma-saqarthvelo-natos-thanamshromlobashi-akhali-sakithkhebi-da-formati-unda-gaachinos.html", "headline": "ნინო გოგუაძე - ნატოს სამიტმა საქართველო-ნატოს თანამშრომლობაში ახალი საკითხები და ფორმატი უნდა გააჩინ...", "datePublished": "2018-07-12 12:14:06", "dateModified": "2018-07-12 12:14:06", "description": "საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება ეს არის ჩვენი საგარეო პოლიტიკის და ქვეყნის უსაფრთხოების პოლიტიკის უ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAANOEM/goguadzenino.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება ეს არის ჩვენი საგარეო პოლიტიკის და ქვეყნის უსაფრთხოების პოლიტიკის უმთავრესი პრიორიტეტი. საქართველოს დელეგაციის მოლოდინი არის, რომ ეს სამიტი საქართველოს ნატო-სთან თანამშრომლობის ახალ საკითხებს და ფორმატს გააჩენს და საბოლოოდ, ბუნებრივია, მთელი ეს პროცესი ნატო-ს წევრობამდე მიგვიყვანს, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ნინო გოგუაძე ბრუსელში მიმდინარე ნატო-ს სამიტს.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მიმდინარე სამიტზე, ნატო-ს წევრი ქვეყნების სახელმწიფო მეთაურებმა პირველად მიიღეს ერთობლივი დეკლარაცია საქართველოს შესახებ, სადაც ქვეყნის ლიდერებმა კვლავ დაადასტურეს, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი ქვეყანა და 2008 წლიდან დღემდე საქართველოს მნიშვნელოვანი პროგრესი აქვს ნაჩვენები ამ მიზნის მისაღწევად.

„ასევე პირველი შემთხვევაა საქართველო-ნატოს ურთიერთობებში, როდესაც საქართველოს შესაძლებლობა აქვს წევრი ქვეყნების ლიდერებთან ერთად, უმაღლესი დონის შეხვედრის ფარგლებში, კონკრეტულად საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელოს. საკითხები შეეხება, როგორც საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პროცესს, ასევე რეგიონულ უსაფრთხოებას და საქართველოს როლს რეგიონული უსაფრთხოებაში.

სამიტის მნიშვნელოვანი შედეგია, რომ საქართველოს ნატოსთან ითანამშრომლებს შავი ზღვის უსაფრთხოების განმტკიცების საკითხებში და ეს იქნება ახლი მნიშვნელოვანი მიმართულება საქართველო-ნატოს თანამშრომლობაში“, - განაცხადა ნინო გოგუაძემ.

შეგახსენებთ, რომ 11-12 ივლისს, ბრიუსელში ნატოს 2018 წლის სამიტი იმართება.
აღნიშნულ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 467
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია