დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ბათუმში ელექტრონული ჯანდაცვის კავშირის მესამე სამუშაო შეხვედრა გაიმართა
ავტორი:
2018/ივლისი/12 13:30:02
../photo/2015_02/0-00-1AAAAAAAIVL/eleqtronulijandacva.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/503097-bathumshi-eleqtronuli-jandacvis-kavshiris-mesame-samushao-shekhvedra-gaimartha.html", "headline": " ბათუმში ელექტრონული ჯანდაცვის კავშირის მესამე სამუშაო შეხვედრა გაიმართა", "datePublished": "2018-07-12 09:42:07", "dateModified": "2018-07-12 09:42:07", "description": "ელექტრონული ჯანდაცვის კავშირის მესამე სამუშაო შეხვედრას დღეს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვი...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAAAAIVL/eleqtronulijandacva.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } ელექტრონული ჯანდაცვის კავშირის მესამე სამუშაო შეხვედრას დღეს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ ბათუმში უმასპინძლა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, მაია ლაგვილამ გახსნა. მათი ინფორმაციით, სიტყვით გამოსვლისას მან ელექტრონული ჯანდაცვის სისტემის მნიშვნელობასა და ამ მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრა.
სამუშაო შეხვედრაზე დელეგატები პარტნიორ ქვეყნებში ჩატარებული ელექტრონული ჯანდაცვის სისტემების კვლევის საბოლოო შედეგებს და კვლევის ექსპერტების რეკომენდაციებს გაეცნენ. ასევე, ერთმანეთს ბოლო ერთი წლის განმავლობაში ელექტრონული ჯანდაცვის მიმართულებით ქვეყნებში განხორციელებული პროგრესი გაუზიარეს.
„ელექტრონული ჯანდაცვის სფეროს ექსპერტებმა სამოქმედო გეგმა განაახლეს და ევროკავშირში არსებული ელ-ჯანდაცვის პროექტებში პარტნიორი ქვეყნების ჩართვის შესაძლებლობები განიხილეს.
ელექტრონული ჯანდაცვის კავშირი ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში ევროკავშირის წამყვანი ქვეყნების დელეგაციების, ევროკომისიის მაღალი დონის წარმომადგენლების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო სექტორის ფართო ჩართულობით 2016 წელს შეიქმნა. ელ-ჯანდაცვის კავშირის კურატორ ქვეყნად შერჩეული იქნა საქართველო, კერძოდ, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.
2017 წლის თებერვალში გამართულ პირველ სამუშაო შეხვედრაზე ელ-ჯანდაცვის კავშირის პროტოკოლი და სამოქმედო გეგმა დაამტკიცეს. ასევე მიიღეს გადაწყვეტილება, ელექტრონული ჯანდაცვის სისტემების კვლევა პარტნიორობაში შემავალ ქვეყნებში ჩატარებულიყო, რომელიც 2017 წლის ზაფხულში განხორციელდა. კვლევის შედეგები რიგით მეორე სამუშაო შეხვედრაზე 2017 წლის სექტემბერში განიხილეს,“ - ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.
სამუშაო შეხვედრაში ევროკომისიის წარმომადგენლები, აღმოსავლეთ პარტნიორობაში შემავალი ქვეყნების ოფიციალური დელეგაციები და ელექტრონული ჯანდაცვის სფეროს ევროპელი ექსპერტები მონაწილეობდნენ.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 449
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია